ახალ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს სასმელის წყლის ვარგისიანობის არ სჯერათ [ვიდეო]
ზუგდიდის ახალ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს დღეს ზუგდიდის მერიის
და
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა სასმელი
წყლის გამოკვლევის შედეგები გააცნეს.
ლაბორატორიულ ანალიზში წერია, რომ ლაღიძის ქუჩაზე არსებულ ჭაბურღილში წყალი სასმელად ვარგისია.
დევნილები კი გამოკვლევის შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ სანამ ისინი ალტერნატიულ გამოკვლევას არ ჩაატარებენ, წყალს არ დალევენ.
დევნილების განცხადებით, მათი უნდობლობა გამოიწვია, იმან,
რომ 5 დეკემბერს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, სასმელი წყალი
უვარგისი იყო. მათი ვარაუდით, რამდენიმე დღეში პრობლემის გამოსწორება
ვერ მოხერხდებოდა.
„შეშინებულები ვართ, შეიძლება ეს წყალი მართლაც კარგი იყოს, მაგრამ იმდენჯერ მოიტანეს იმის საბუთი, რომ აქ წყალი უვარგისია, ამის შემდეგ ვინ უნდა დალიოს“, - უთხრა ჟურნალისტებს დევნილმა ინეზა ფარულავამ.
ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ თქვა, რომ დასახლებაში უვარგის წყალს დევნილები ძველი ჭაბურღილით იღებდნენ. სინჯები კი იმ წყალზე აიღეს,რომელიც ახალი ჭაბურღილით მიეწოდება დასახლებას. მან დევნილების თვალწინ ჭიქა წყალიც დალია.

„აქ ორი წყალსაქაჩი იყო, ძველი საქაჩიდან აიღეს ანალიზი და გააკეთეს დასკვნა, რომ მავნებელია, მერე გაკეთდა მეორე ჭაბურღილი, გაერთიანებულმა წყალმომარგების კომპანიამ გააკეთა ლაბორატორიული ანალიზი, დასკვნაში წერია, რომ წყალი უვნებელია. რადგან არ სჯერათ ამ ადამიანებს, ხელმეორედ გავაკეთებთ ანალიზს“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.
მან დევნილებს უთხრა, რომ შესაძლებელია სამელის წყლის გამოკვლევა დევნილების თანდასწრებით მოხდეს.
ლაღიძის ქუჩაზე წყლის პრობლემა დევნილებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ხშირად ფუჭდებოდა საქაჩი სისტემა, ასევე ცუდი იყო წყლის ხარიხი. 2016 წელს დასახლებაში წყალმა 111 ადამიანი მოწამლა. მოგვიანებით ადგილობრივ მცხოვრებლებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრობლემა მოგვარებულია და წყლის მიღების ნებართვა მისცეს, თუმცა 6 დეკემბერს, დევნილებთან მისულმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განუცხადა, რომ წყალი სასმელად კვლავ უვარგისია.