ზუგდიდის საბავშვო ბაღების ნაწილში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები
წელს გახანგრძლივდება და 1 თებერვლამდე გაგრძელდება. როგოგორც
„ლაივპრესს“ მუნიციპალიტეტის ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო
დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ციცანა თოლორაიამ განუცხადა,
მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების შემდეგ რეორგანიზაციის
მოლოდინში არიან, ასევე ახალი წლიდან საბავშვო ბაღების კვების
მომსახურებაზე მოუწევთ ტენდერების გამოცხადება, რაც გარკვეულ დროს
საჭიროებს:
ზუგდიდის სოფელ კახათის საბავშვო ბაღი
„ჯერ არ გვაქვს ჩაშლილი ბიუჯეტი, არ გამოგვიცხადებია ტენდერები. სავარაუდოდ ეს პროცესი 1 თებერვლამდე გასტანს. იყო მანამდეც შემთხვეევბი როცა პირველ თებერვალს დაგვიწყია მუშაობა, ისე ზოგადად კი 18 იანვრიდან ვიწყებდით, მაშინ როცა სწავლა იწყებოდა სკოლებში“, - განაცხადა ციცანა თოლორაიამ.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრები თვითმმართველობებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად ჯერ-ჯერობით ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე ფუნქციონირებენ და რეორგანიზაციის მოლოდინში არიან.
ზუგდიდის მეექვსე საბავშვო ბაღი
ქალაქის ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელ ელისო ყალიჩავას განმარტებით, მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. მისივე თქმით, ქალაქის საბავშვო ბაღები მუშაობას გასულ წლებშიც ჩვეულებრივ 1 თებერვლიდან ანახლებდნენ და ასე იქნება 2018 წელსაც.
თავის მხრივ კონკრეტულად როდის შეეხება რეორგანიზაცია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრებს, ზუგდიდის მერიაში ვერ აკონკრეტებენ. როგორც „ლაივპრესს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად შეეხება ყველა სამსახურსა და ააიპ-ს.
საბავშვო ბაღების ნაწილში ზამთრის არდადეგები ერთ კვირაში დაიწყება, ნაწილში კი თვის ბოლოს. დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დასრულდება დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები.