ახალი ამბები
აფხაზეთში თურქეთის გემების სიმრავლით ადგილობრივი მეთევზეები უკმაყოფილო არიან
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთში 2017-2018 წლების თევზჭერის სეზონი გაიხსნა, რამაც აქტუალური გახადა მის მოპოვებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და შემდგომში რეალიზაციის პირობებზე მსჯელობა.

„ეხო კავკაზა“ იუწყება, რომ სეზონის დაწყებისთანავე სოხუმის სანაპიროები ძირითადად თურქეთის გემებით გაივსო, მცირე მეთევზეებმა კი უკმაყოფილება გამოთქვეს. ისინი ამბობენ, რომ მსხვილი მომპოვებლები თევზის ყველა რესურსს ამოწურავენ და თავად არაფერი შეხვდებათ.

მოქალაქეების პრეტენზიების საპასუხოდ, დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თევზის მრეწველობის დეპარტამენტის უფროსმა დავიდ გადლიამ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონზე მცირე მეთეევზების რაოდენობა 20 ერთეულით განისაზღვრა. მისი სიტყვებით, საწარმოები თანამშრომლობენ ძირითადად თურქულ გემებთან, რადგან მათ კარგი ტექნიკური აღჭურვილობა აქვთ. რაც შეეხება ექსპორტს, გადლიას განმარტებით, მიმდინარე წელს საერთოდ აკრძალულია თევზის ცოცხალი ან გაყინული სახით რეგიონიდან გატანა, ამიტომ საწარმოები მათ სხვადასხვა ფორმით გადაამუშავებენ - ხდება თევზის ქონის და ფქვილის დამზადება.

დავიდ გადლიას თქმით, თევზის მოპოვება რეგულირდება დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, სადაც გაწერილია თევზჭერის ნორმები და გემების მუშაობის წესები.

მისივე სიტყვებით, აფხაზეთისთვის თევზის კომერციულ სახეობას ძირითადად ქაფშია წარმოადგენს, რომლის მოპოვებაზე წელს დადგენილი ნორმაა 20 ათასი ტონა, ხოლო ბარაბულის შემთხვევაში 50 ტონა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი საველი ჭითანავა გამოცემასთან საუბარში ირწმუნება, რომ თევზის მსხვილი და მცირე მომპოვებლები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და ასევე თანაბრად კონტროლდება მათი მუშაობა საზღვაო აკვატორიაში.

„როგორც კი თურქეთის გემები ჩვენს ნავსადგურში შემოდიან, ეკოლოგები ბორტზე იმყოფებიან და აკვირდებინ თევზჭერის პროცესს, რომ არ მოხდეს თევზის აკრძალული სახით მოპოვება. მიუხედავად ამისა, ძალიან რთულია მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ აკრძალული მეთოდი რეალურად არ არის გამოყენებული“, - განმარტა მან.

აფხაზეთში აკრძალულია თევზჭერა სანაპირო ზოლიდან 500 მეტრის მანძილზე. ყველა მომპოვებელი ვალდებულია ამ საზღვრებს გარეთ იმუშაოს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მხრივ „კანონის დაცვას“ რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ, რომლებიც აღჭურვილი არიან მანძილის განსაზღვრისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს
20:19 / 05.07.2020
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის
მასშტაბით
19:46 / 05.07.2020
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის მასშტაბით
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი
მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
18:30 / 05.07.2020
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის
გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში
18:10 / 05.07.2020
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში "ლაივპრესს"
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.