ხობის მერია: გაზსადენი მილების მიწის ზევით გაყვანა აუცილებელი იყო [ფოტო]
ხობის მუნიციპალიტეტში, მთავარ ტრასაზე, გაზსადენი მილები მიწის ზევით
გაიყვანეს.
როგორც „ლაივპრესს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს,
სამუშაოები სათანადო ნებართვით ხორციელდება:
„სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისას ადმინისტრაციული ერთეულების ცალკეულ მონაკვეთებში მიწისზედა მილების გაყვანის აუცილებლობა განპირობებულია შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების შესაძლო დაზიანებით“.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერის გიორგი დარსანიას განმარტებით, მილები „საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიამ“ გაიყვანა და პასუხისმგებელი „სოკარი“ არ არის. მისივე ინფორმაციით, ე.წ. საჰაერო გაზსადენების გაკეთება ხდება მაშინ, როცა მიწისქვეშა კომუნიკაციებია გაყვანილი, ან მეწყერსაშიში ზონაა.
გიორგი დარსანია არ გამორიცხავს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბასთუმანში, ცაცხვში და სხვა მეწყერსაშიშ ზონებში ე.წ. საჰაერო მილსადენები გაიყვანონ.
რამ გამოიწვია ხობის მუნიციპალიტეტში გაზის მილების მიწის ზევით გაყვანა და რამდენად უსაფრთხოა ის მოქალაქეებისთვის, „საქართველოს ნავთობის და ტრანსპორტირების კომპანიაში“ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის არჩილ თოდუას.