ახალი ამბები
აფხაზეთში აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალი შეაჯამეს
FaceBook Twitter
E-mail Print
მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთში ხილის წლევანდელი მოსავლის 70%, ხოლო ციტრუსის 50% გაანადგურა. გამოცემა „კავკასკი უზელის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 20 დეკემბერს, ე.წ. პარლამენტში წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. ხაჯიმბას სიტყვებით, სოფლის მეურნეობის მოსავალი 2016 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

დე ფაქტო ქვეყნის პრეზიდენმა აღნიშნა, რომ თავის დროზე მავნებლის წინააღმდეგ არ ჩატარდა საკმარისი ღონისძიებები და მომავალ წელს მუშაობა ამ მიმართულებით გააქტიურდება. მისი სიტყვებით, საამისოდ რუსეთმა აფხაზეთს 200 მილიონი რუბლი უკვე გამოუყო.

როგორც გამოცემა დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზიურმა ფაროსანამ, რომელიც რეგიონში ბოლო ორი წელია გავრცელდა, აგრარული პროდუქტის ექსპორტის ვარდაც გამოიწვია. დღეის მონაცემებით, აფხაზეთიდან გატანილია მხოლოდ 3 900 ტონა მანდარინი, მაშინ როცა წინა წლებში ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9 400 ტონას უტოლდებოდა. თხილის ექსპორტი 1 300-დან 237 ტონამდე, ფეიხოსი 215-დან 77 ტონამდე, ხურმის 256-დან 109 ტონამდე შემცირდა.

მოსავლის დიდი ნაწილის გაფუჭების გამო განცხადება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ ტარბამ. მან აღნიშნა, რო აფხაზეთში ციტრუსის წლევანდელი მოსავალი ჩავარდა. აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოს სოფლებშიც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.