საზოგადოება
მეგრულენოვანი კლავიატურა ტელეფონისთვის მაიკროსოფტისგან
FaceBook Twitter
E-mail Print
მათთვის, ვინც მეგრულად სატელეფონო მიმოწერისას შესაბამისი კლავიატურის არქონის გამო დისკომფორტს განიცდიდა, ახალი აპლიკაცია შეიქმნა. საკმაოდ პოპულარულ აპლიკაციაში (SwiftKey Keyboard), რომელსაც 100 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს, ქართული ანბანის ბაზაზევე შეიქმნა მეგრული კლავიატურა - დაემატა ასო ჸ და ჷ, რომელიც მეგრული სიტყვების დიდ ნაწილში გამოიყენება. ამ ეტაპზე აპლიკაცია ფლეი მარკეტში ხელმისაწვდომია ანდროიდებისთვის. დაგეგმილია აიფონის ვერსიის მომზადებაც.

აპლიკაცია კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია მაიკროსოფტის (Microsoft) თანამშრომელმა ჯულიენ ბეილიმ კოლეგებთან ერთად შექმნა. მას ფეისბუკზე მეგრულენოვანი გვერდის - „მარგალური ნინა - მეგრული ენა - Megrelian Language“ ადმინისტრატორი გიგა ქავთარაძე დაეხმარა.

„გვერდის მესენჯერში წერილი მომივიდა Julien Baley-ისგან, რომ სურს დავეხმარო მეგრული ლექსიკონების და მეგრული ტექსტების მოძიებაში. ეს იმისთვის, რომ შექმნას მეგრული კლავიატურა, რაც ნიშნავს, არა რამე ახალი დამწერლობის შედგენას, არამედ ქართული ანბანის ბაზაზევე, დამატებით, კიდევ ორი მეგრული ასო-ნიშნის, ჸ-ს და ჷ-ს ჩამატებას ამ კლავიატურაზე, რომელიც მეგრული ენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და მე მას მივაწოდე მეგრული ლექსიკონების სხვადასხვა ვერსია, მეგრული ვიკიპედიის ტექსტები და ასევე ლექსები თუ სხვა ნაწერები, რაც კი არსებობს ინტერნეტ სივრცეში ამ ენაზე“, - აცხადებს „ლაივპრესთან" საუბრისას გიგა ქავთარაძე.

ფოტოზე: გიგა ქავთარაძე

შედეგად მაიკროსოფტის თანამშრომელმა გუნდთან ერთად, მეგრული ლექსიკონები და „მარგალური ნინა - მეგრული ენა - Megrelian Language-ის" მიერ თარგმნილი სტატიები და მოთხრობები ჩაუშვა აპლიკაციის სიტყვების ბაზაში.

გიგა ქავთარაძის სიტყვებით, ამ აპლიკაციაში ჩაშენდა მეგრული სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა, რამაც გააადვილა ამ ენაზე წერა. პარალელურად, აპლიკაცია წერისას სიტყვებს სპელ ჩექერის ფუნქციის გამოყენებით ასწორებს.

„ასევე გვთავაზობს სავარაუდო წინადადების შესადგენ სიტყვებს თანმიმდევრულად. მაგალითად, თუ დაწერ "მუჭო-ს", ავტომატურად გთავაზობს იქვე სიტყვა "რექ-ს", ანუ "მუჭო რექ" (როგორ ხარ). შეგიძლია დაწერო სწრაფად და მარტივად. და ასე, უამრავი წინადადების შედგენაა შესაძლებელი. მეგრულთან ერთად, ქართულ ენასაც თუ აირჩევთ ამ აპლიკაციაში, ცალ-ცალკე კი არ გაჩნდება კლავიატურა, არამედ მივიღებთ ჰიბრიდულ კლავიატურას KA/XMF, ანუ ქართულ და მეგრულს ერთდროულად, რაც ორივე ენაზე წერისას სასარგებლო იქნება“, - აცხადებს გიგა ქავთარაძე.

მეგრული ენის გვერდის ადმინისტრატორს ჯულიენ ბეილიმ უთხრა, რომ მსგავსი აპლიკაციების შექმნით სურს დაეხმაროს ადამიანებს, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოიყენონ აპლიკაცია ნებისმიერი ენისთვის.

მეგრული კლავიატურა ერთი თვის წინ შეიქმნა და ამ დრომდე მას დაახლოებით 100 მომხმარებელი იყენებს.

აპლიკაციის გადმოსაწერად მიყევით ბმულს http://bit.ly/VFOpbW
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლების
გადაწყვეტილებით,
19:47 / 20.04.2021
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე
18:30 / 19.04.2021
5-დღიანი კარანტინის გაუქმების და მის ნაცვლად კორონავირუსზე
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
11:20 / 14.04.2021
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
12:48 / 09.04.2021
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.