ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის 28 ააიპი 9-მდე მცირდება-ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კიდევ რამდენიმე უნდა გაუქმდეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილზე და ააიპ-ების შემცირების საკითხზე მსჯელობას.

იურიდიული, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას განცხადებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად მცირდება ააიპ-ების რაოდენობა და ნაცვლად 28-სა იქნება 9. ეს კი, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნიშნავს შტატების შემცირებას, რადგან 28 დირექტორის ნაცვლად იქნება 9.

დავა მოჰყვა ამ საკითხზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ანა წითლიძის კომენტარს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და თანხების მიზანმიმართულად დახარჯვის მიზნით უნდა შემცირდეს კიდევ რამდენიმე. ოპოზიციის წინადადებაა, რომ მომსახურება, რომლებსაც გასწევენ ისინი შესაძლებელია ტენდერების საშუალებით შეისყიდოს მუნიციპალიტეტმა.

„ჩვენი რეკომენდაცია იყო ის, რომ საერთოდ გაუქმებულიყო ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრი“, რადგან მისი შენახვა, თანამშრომლების ხელფასების, დანამატების და პრემიების გადახდამ არ მოგვიწიოს“, - განაცხადა ანა წითლიძემ. მას ანალოგიური მოსაზრება აქვს ააიპ კულტურის ცენტრ „ოდიშთან“ მიმართებაშიც. დეპუტატი ამბობს, რომ მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში დაიზოგება ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები, რაც ამ სამსახურების ფუნქიონირებას და „ხელოვნურად გაზრდილ შტატებს“ ხმარდება. მისივე სიტყვებით, მერია არ თანხმდება ამ წინადედაბას, რადგან სწორედ ააიპებში ასაქმებს „მმართველი პარტიის აქტივისტებს“.

საპასუხოდ უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში არ არსებობს პრაქტიკა, სადაც მუნიციპალიტეტი უარს ამბობს ააიპების მომსახურებაზე და ტენდერის საშუალებით ირჩევს კერძო კომპანიას სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად.

„გარდა ამისა არსებობს რისკი, რომ ტენდერი ერთხელ ან რამდენჯერმე ჩაიშალოს და შესაბამისად შეფერხდეს ის მომსახურება რასაც ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აწვდის“, - განაცხადა სანდრო სორდიამ.

სხდომაზე დეპუტატმა ედიტა კოდუამ ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის საპასუხოდ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ყოველი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისას საჭირო გახდება ტენდერის გამოცხადება, მოსახლეობას დროულად ვერ მიაწვდიან შესაბამის მომსახურებას, რაც სამართლიანი არ იქნება.

გარდა ააიპების შემცირების საკითხისა ასევე მწვავე დისკუსიის საგანი გახდა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვლილი თანხა. ენმ-ის განცხადებით, ზუგდიდის 35 მილიონიანი ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი იხარჯება ხელფასებისთვის და ბიუროკრატიული ხარჯებისთვის. ეს კი, როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, ადასტურებს, რომ უმრავლეობის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები თითქოს მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ხარჯები მცირდება „არის ძალიან დიდი ტყუილი“.

თავის მხრივ ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. საკრებულოს ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა აცხადებს, რომ საქმე გაცილებით მარტივადაა და ელემენტარულ არითმეტიკასთან გვაქვს საქმე.

„მოდით ლოგიკურად და ციფრებით ვიმსჯელოთ 28 ააიპ-ის ნაცვლად გვექნება 9 ააიპი. ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, და კლება თუ ვიღაცისთვის მატებას ბნიშნავს, მას ვურჩევ, რომ არითმეტიკის მასწავლებელთან იაროს და ხშირი კონსულტაცია გაიაროს“, - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

აღნიშნულ საკითხებზე დღეს საკრებულოს სამმა კომისიამ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა; ქონების მართვისა და ურბანული განვითარების საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიებმა იმსჯელეს.

საბოლოო ჯამში კომისიების წევრთა უმრავლეოსობის გადაწყვეტილებით, განხილული საკითხები წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხვალ, 27 დეკემბერს გაიმართება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.