ახალი ამბები
საია მოუწოდებს ზუგდიდის მერიას, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს ზუგდიდის მერიას, აღადგინოს თანამდებობებზე 2016 წელს გამგეობიდან გათავისუფლებული რვა პირი. ამის შესახებ საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების დასაბუთებული გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღეს, რომლის მიხედვითაც, დათხოვნის ბრძანებები ბათილად ცნეს, ეს ადამიანები კი ზუგდიდის მერიამ პოზიციებზე უნდა აღადგინოს:

„როგორც კი გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, გაკეთდა განცხადება, რომ ზუგდიდის გამგეობას არავითარი ვალდებულება არ ეკისრებოდა საჯარო მოხელეთა მიმართ. მაგრამ, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, მას შემდეგ, რაც ზემდგომი ორგანო, ან სასამართლო ბათილად ცნობს საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების აქტს, საჯარო სამსახურის შესახებ 118-ე მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ შემთხვევაში ზუგდიდის გამგეობას ვალდებულება ეკისრება, აღნიშნული პირები იმავე თანამდებობაზე აღადგინოს“.

ჯემალ ჭკადუას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამდებობები არ არსებობს, უნდა მოხდეს მათი ტოლფას პოზიციებზე აღდგენა. ხოლო, თუ ესეც არ მოქმედებს, მაშინ საჯარო ბიუროს უნდა მიმართონ და ეს პირები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში ტოლფას სამუშაო ადგილებზე დასაქმდნენ. პარალელურად, საიას წარმომადგენლის თქმით, უნდა მოხდეს განაცდურის ანაზღაურებაც.

ჯემალ ჭკადუას თქმით, როგორც მათთვის არის ცნობილი, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მერიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. თუმცა, დარმუნებული არიან, რომ სააპელაციოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, რადგან ამ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება უკვე არსებობს.

„თუ მაინც იტყვიან უარს აღდგენაზე, გამოვითხოვთ სააღსრულებლო ფურცელს და მივმართავთ აღსრულების ბიუროს, უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, - განმარტა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ალიოშა ალანიამ განმარტა, რომ თავის დროზე, როცა ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე განათავსა, მას ჯერ კიდევ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ნათია ჩიტაიამ სიცრუე უწოდა.

„სიცრუეში დამდო ბრალი, რომ მოვიგონე. გამოვითხოვე ქუთაისიდან აუდიოჩანაწერი და ავტვირთე. ახლა გამოჩნდა, რომ ეს სიცრუე არ იყო“, - აღნიშნა მან.

მაშინ ნათია ჩიტაიამ განაცხადა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მცირედით შეცვალა, თუმცა ეს არ შეხებია სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც ატესტაციის შედეგად დათხოვნილთა სამსახურში აღდგენას და მათი სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობდა.

სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბერის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების, ასევე გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის მტკიცებით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამგეობაში ამ ბრალდებას თავიდანვე უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების მიზეზი კონკურსანტების არადამაკმაყოფილებელი შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს. ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ზუგდიდის რაიონულმა მიმდინარე წლის 15 მაისს სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული 8 ყოფილი თანამშრომლის სარჩელი. ლაურა მიქავას გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი გამგებლის წარმომადგენლების სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება. ასევე, გამგეობის შემოსავლების განყოფილების თანამშრომლის, კახა კვარაცხელიას გათავისუფლება. ამ გადაწყვეტილების თანახმად, გამგებლის ყველა წარმომადგენელს ხელახლა უნდა ჩატარდეს კონკურსი. თუმცა ეს არ ეხება კახა კვარაცხელიას, რადგან მისი პოზიცია გაუქმებულია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სარჩელის ნაწილი, რომელიც განაცდურის ანაზღაურებას შეეხებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ანაკლიაში ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის
00:04 / 17.07.2019
ანაკლიაში ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში
ცვლილებები შევა,
17:41 / 16.07.2019
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შევა,
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ
17:40 / 16.07.2019
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ
პეტიცია სახელწოდებით
15:53 / 16.07.2019
პეტიცია სახელწოდებით "აამუშავე კანონი ცხოველთა წამებისა და მოკვლის წინააღმდეგ",
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.