ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა - ოპოზიციის, არასამთავრობოს და ხელისუფლების შეფასებები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების ნაწილი მერიამ გაითვალისწინა, მაინც რჩება ძირეული, საკვანძო საკითხები, რაზეც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდებიან. საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებამდე კომისიების თავმჯდომარეებმა ისაუბრეს იმ სამუშაო პროცესზე, რაც წინ უძღვოდა მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებას. აღნიშნეს, რომ მაქსიმალურად ყურად იღეს ოპოზიციის შენიშვნები და საბოლოოდ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელმაც მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძის განცხადებით, მათ საკუთარი რეკომენდაციები საკრებულოს და მერიას გადაუგზავნეს, რომელთაგან ფაქტობრივად მესამედი გაითვალისწინეს. მათ შორის წინადადებები ეხებოდა უფასო სასადილოს, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების პროგრამის დაფინანსების გაზრდას. იყო საკითხები ტურიზმთან დაკავშირებითაც. თუმცა, ანა წითლიძის განმარტებით, არსებობს სტრატეგიული მიმართულებები და თემები, რასაც არ ეთანხმებიან. ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის განვითარების განსხვავებულ მოსაზრებებს. ასევე, მიაჩნიათ, რომ ბიუროკრატიული ხარჯების კიდევ უფრო შემცირება შეიძლებოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მნიშვენლოვანია ქონდეთ განვითარების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითად ბიუჯეტის პროექტის შედგენისას იხელმძღვანელებენ.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ ბიუჯეტს. პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე ბუნებრივია ეკისრება უმრავლესობას, თუ როგორი იქნება მომავალი ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდელების ცხოვრება. მიუხედავად ამისა, გისურვებთ წარმატებებს ამ ბიუჯეტის შესრულებაში“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

შენიშვნები ჰქონდათ საფინანსო დოკუმენტის მიმართ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსაც. ირაკლი ღურწკაიას განმარტებით, მათი რეკომენდაციების მხოლოდ სოციალური ნაწილი გაითვალისწინა მერიამ, თუმცა მთავარი საკითხები ბიუჯეტის პროექტში არ ასახულა.

„ჩემთვის ბიუჯეტში არის ე.წ. შავი ხვრელები. გაუგებარია რატომ იხარჯება ამდენი თანხა განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის. იგივე ანაკლია რესორთში. ეს არამიზნობრივ ხარჯვად მიმაჩნია. მეორე წელია 200 ათასით ვაფინანსებთ ისეთ შპს-ს, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. შეგვეძლო ეს თანხები სოციალურ ნაწილში გადაგვენაწილებინა. ამიტომ, მე ამ ბიუჯეტს ნდობას ვერ გამოვუცხადებ“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მის ამ პოზიციას ზუგდიდის მერი არ დაეთანხმა. ლაშა გოგიას თქმით, ანაკლია-განმუხურში ისეთი ინფრასტრუქტურაა შექმნილი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მერმა განმარტა, რომ სწორედ ამ ობიექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კეთილმოწყობის სამსახური მათზე პატრონობის საქმეს ვერ შეითავსებს.

ირაკლი ღურწკაიას თქმით, ისინი მიესალმებიან ააიპ-ების გაერთიანებას, თუმცა უკვე წლებია „ყბადაღებულ თემად“ იქცა გაბერილი შტატები.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც“ აქვს. ორგანიზავიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ განმარტა, რომ მათ რეკომენდაციები საფინანსო დოკუმენტის პროექტზე უკვე გამოაქვეყნეს. დიდი ნაწილი სწორედ ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს შეეხება:

„პირველ ვერსიაში არ იყო წარმოდგენილი პროგრამული ნაწილი და მის წარმოდგენას ვითხოვდით. ნაწილობრივ ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია, თუმცა ის ბიუჯეტი, რომელსაც დღეს საკრებულომ მხარი დაუჭირა, ნამდვილად არ არის პროგრამული“.

არჩილ თოდუას თქმით, მარტიდანვე უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ 2019 წლის საფინანსო დოკუმენტი მაინც იყოს პროგრამული, რადგან ეს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნაა, რომელსაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობა არ ასრულებს.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ მათ ფრაქციებიდან და კომისიებიდან მიღებული შენიშვნების და რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინეს და დოკუემნტში ასახეს. ამბობს, რომ ბუნებრივია აქვთ სურვილი, ბიუჯეტის მოცულობა უფრო მეტი იყოს, თუმცა რეალობიდან და მომავალი წლისთვის დაგეგმილი შემოსავლებიდან გამომდინარე, დოკუმენტი რაციონალურად შეადგინეს და გათვალეს. ლაშა გოგიას თქმით, პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის სფერო.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე ახალ ბიუჯეტს „საკმაოდ პროგრესული უწოდა“, რომელიც თავდაპირველი ვერსიისგან მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა და 36 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის მიღებას, პროექტის საკომისიო განხილვები უძღოდა წინ, რომელიც ხშირ შემთხვევაში კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

განხილვების შედეგად, გაიზარდა ცალკეული პროგრამების დაფინანსება. მაგალითად, თუ პირველი ვერსიით უფასო სასადილოს ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფისთვის 130 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, მას 20 ათასი დაემატა. ამდენივე ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამას და 130 ათასი გახდა. 200-200 ათასი კეთილმოწყობას და დასუფთავების სამსახურს დაემატა. 50 ათასი ლარი საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ეს თანხა ჯამში 280 ათასი ლარი გახდა. დეტალურად ბიუჯეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის,
23:09 / 02.10.2022
ცნობილი დიზაინერი დემნა გვასალია იმ 20 მოქალაქეს შორის არის,
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
20:46 / 02.10.2022
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ
აფხაზეთში
13:48 / 02.10.2022
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ აფხაზეთში
12:04 / 02.10.2022
"აზოვის" პოლკის მეომრებს ტყვეობაში ყოფნისას რუსები ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს - აშიშვლებდნენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.