ახალი ამბები
„ეს მხოლოდ მე არ მტკივა" - მე-15 ბაღში მომხდარის შესახებ მშობელი საზოგადოებას მიმართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მცხოვრები თეა ანჩაბაძე, რომლის ინფორმაციითაც მისი 4 წლის შვილი 27 დეკემბერს ბაღის ზეიმზე არ შეუშვეს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში განცხადებას ავრცელებს. ის საზოგადოებას თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს და კიდევ ერთხელ ხსნის, თუ რატომ ვერ ისარგებლა დარბაზში არსებული სხვა შესასვლელით. დედის განმარტებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გოგონა ამ დარბაზში მანამდე მხოლოდ იმ კარიდან შედიოდა, რომელიც ზეიმის დღეს ჩაკეტილი დახვდა.

თეა ანჩაბაძე განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადგილზე პროტესტი არ გამოუხატავს, რათა სხვა აღსაზრდელებისთვის დღესასწაული არ ჩაეშალა. მშობელმა შესაბამისი განმარტება „ლაივპრესთან“ მანამდეც გააკეთა და დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზით არ იყვნენ დარბაზში მსხდომები მომხდარის შესახებ ინფორმირებული და არც მსგავსი რამ შეუნიშნავთ. ამბობს, რომ მისი შეშფოთება ბაღის ხელმძღვანელობას ეხებოდა.

„პირველ რიგში, არ ვარ ის ადამიანი, ვინც საკუთარი 4 წლის შვილის სიმშვიდეს, ფერად ბავშვობას და ნათელ მომავალს საპირწონედ დავდებდი საჯაროობის, პირადი ინტერესების ან სხვა მსგავსი მიზეზების სანაცვლოდ (ეს მათთვის ვინც არ მიცნობს პირადად).

მეორე, მინდა უდიდესი პატივისცემა, მადლიერება გამოვხატო იმ ათასობით ადამიანის მიმართ, ვინც პირადში მწერთ, გვეპატიჟებით ზეიმებზე, თანადგომას გვიცხადებთ, ვინც აღმოჩნდით ჩემი შვილის სახით ჩვენი საზოგადოების, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და მათი მშობლების გულწრფელი გულშემატკივრები და მხარდამჭერები.

არ მეგონა თუ ჩემს გულისტკივილს ამდენი გამოხმაურება მოჰყვებოდა. მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას, მაჟორიტარი დეპუტატის აპარატს, სახალხო დამცველის აპარატს და სხვადასხვა ინსტიტუციებს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ და რეაგირება მოახდინეს ფაქტზე. როგორც ვიცი, მოკვლევა მიმდინარეობს. მეც არაერთი განმარტების მიცემა მომიწია და იმედი მაქვს ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი;

ერთს დავაკონკრეტებ მხოლოდ, იმ კარის მიღმა მიმდინარე ღონისძიების მონაწილე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის არ მიგრძნობინებია, არ ამიტეხავს აყალ-მაყალი, რომ ნანუკას თანატოლებისთვის ეს ფერადი და ლამაზი დღე არ ჩაშლილიყო... (ეს მშობლების საყურადღებოდ!!!).

და კიდევ, დაბეჯითებით ვიმეორებ იმათთვის, ვინც კარების თემით მანიპულირებს - ის კარი ნამდვილად წარმოადგენს ჩემი შვილისთვის ბაღის დანარჩენ აღსაზრდელებთან კომუნიკაციის იმ ალტერნატიულ გასასვლელს, რომლითაც ის სარგებლობს მისი სპეციფიური მდგომარეობის გამო. დიახ, ზეიმის ოთახს აქვს ცენტრალური შესასვლელიც, რომლითაც ჩვენი ჯგუფის 4 ბავშვს, ბაღში რეგისტრაციის დღიდან არასოდეს უსარგებლია, (მითუმეტეს იმ დღეს), ჩემი გოგონასთვის ეს კონკრეტული კარი იყო „კარი, რომლის მიღმაც გაზაფხულია“... სწორედ ეს კარი ჩაირაზა იმ დღეს... (შესაძლებელია ეს ცალკეული შემთხვევა „ტრაგედია“ არ იყოს, ტრაგედია მიდგომაშია).

და ბოლოს, მადლიერების და კეთილი სიტყვების მეტი არაფერი მეთქმის ჩეხური ორგანიზაცია CAR ITAS -ის პროექტის, მისი მესვეურების, და პროექტის გუნდის, სპეც-პედაგოგების მიმართ - ლანა, ლალი, თაკო, გვანცა, რომლებიც ძალისხმევას და პროფესიონალიზმს არ იშურებენ ნანუკას აღზრდა-განვითარების საქმეში.

ჩემი აღშფოთება ეხებოდა ბაღის ხელმძვანელობას. უსამართლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან მთელი ბაგის პედ-კოლექტივზე აუგის თქმა, ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს დასჯა, სამართლებრივი დევნა, ზიანის მიყენება და სხვა უკიდურესი ზომების მიღება, მე დედის გულწრფელი გულისტკივილი გამოვთქვი და ის, რაც პოსტს მოჰყვა, იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მე არ მტკივა.....“, - ნათქვამია თეა ანჩაბაძის განცხადებაში.

მეთხუთმეტე ბაღში 27 დეკემბერს მომხდართან დაკავშირებით მერიამ მოკვლევა დაიწყო. ბაღში უკვე მუშაობს აუდიტის სამსახური. მერის ლაშა გოგიას განცხადებით, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ამასთან ბაღის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კარი, რომელზეც მშობელი საუბრობს ჩაკეტილი იყო და ის არ არის მთავარი „სამოქმედო კარი“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ღია იყო დარბაზის ალტერნატიული შესასვლელი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.