„ზუგდიდი“ ზაზა ჯანაშიამ იყიდა
„დანარჩენზე, როგორც კი პროცედურები დასრულდება და ხელშეკრულება გაფორმდება, ყველაფერზე გაკეთდება ოფიციალურად კომენტარი“, - გვითხრეს მერიაში.
თავის მხრივ, ზაზა ჯანაშიამ „ლაივპრესს“ განუმარტა, რომ მისი მთავარი მიზანი კარგი გუნდის ჩამოყალიბებაა, ახალგაზრდების, ბავშვთა ფეხბურთის გაძლიერება. ამბობს, რომ სამომავლოდ ფეხბურთელების მოწვევასაც გეგმავს.
„უმაღლეს ლიგაში უნდა გადავიდეთ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. ზუგდიდს ისეთი კარგი სტადიონი აქვს, გუნდი მესამე ლიგაში არ უნდა იყოს. ხალხმა კარგი ფეხბურთი უნდა ნახოს. უნდა დაბრუნდეს ზუგდიდი საბოლოოდ კარგი ფეხბურთი“, - აღნიშნა ზაზა ჯანაშიამ.
წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გაფორმდეს. შესაძლოა თუ არა ამას რაიმემ ხელი შეუშალოს, განმარტავს, რომ არა, რადგან თანხა უკვე გადახდილი აქვს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდის“ კერძო ინვესტორისთვის გადაცემას მხარი 21 დეკემბერს დაუჭირა. კლუბის 50-50%-ის მფლობელი ზუგდიდის გამგეობა და ქალაქის მერია იყვნენ. 25%-იანი წილი გამგეობამ მერიას შარშან, ივნისის თვეში დაუთმო, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან დაიბრუნა იმ მიზეზით, რომ წილების ცალ ცალკე გაყიდვას ამჯობინეს, ერთობლივად მომხდარიყო გასხვისება. დაბრუნებული წილის გარდა, ქალაქის მერიამ გამგეობას კიდევ 1% დაუთმო.
ზაზა ჯანაშიამ „ლაივპრესს“ ჯერ კიდევ 7 ივნისს დაუდასტურა, რომ დაინტერესებულია კლუბის 51%-ის შეძენით.
ელექტრონული აუქციონი 28 დეკემბერს გამოცხადდა და 5 იანვარს დასრულდა.