ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოში ოთხი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა კენჭისყრის შედეგები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სასამართლოებში ახალი მოსამართლების დანიშვნას შეეხება. შედეგების მიხედვით, ზუგდიდის სასამართლოს ახალი მოსამართლე არ ეყოლება. აქ ოთხი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა. სასამართლოს მენეჯერმა ლანა ბერიშვილმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ კენჭისყრის შედეგად არ დანიშნულა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში. ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ორი ვაკანტური პოზიციაა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოშიც მომავალ კონკურსამდე.

კენჭისყრის მიხედვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში ალექსანდრე გოგუაძე გახდა. ასევე, ფოთის საქალაქო სასამართლოს ახალი მოსამართლეა თეიმურაზ სიხარულიძე. ვაკანტური დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაც.

ამ პოზიციებზე მსურველ კანდიდატებს ვაკანსია სხვა სასამართლოებშიც ჰქონდათ შეტანილი და მათი ნაწილი სწორედ იქ განმწესდა მოსამართლედ.

კონკურსი გამოცხადებული იყო 52 ვაკანსიაზე. 57 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 34. დანიშნული მოსამართლეებიდან: 15 სკოლის მსმენელია, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 არის მოქმედი მოსამართლე. აღნიშნული მოსამართლეებიდან: 19 უვადოდ დაინიშნება, 15 - სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით. კონკურსის შედეგების მიხედვით 18 თანამდებობა დარჩა ვაკანტური.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე.

2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 84 კანდიდატი, რომელთაგან მეორე ეტაპზე გადავიდა 82. გასაუბრება ჩატარდა 2017 წლის 27, 28, 29 და 30 დეკემბერს.

საბოლოოდ, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 57 კანდიდატი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის გაყოლებაზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის
ბოქლომი
14:11 / 19.01.2019
ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის გაყოლებაზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის ბოქლომი






ნომინაციაში „კორპუსის ეზო“, გამარჯვებულად ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე
მდებარე
13:09 / 19.01.2019
ნომინაციაში „კორპუსის ეზო“, გამარჯვებულად ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე






წითელას ვირუსის გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში
12:40 / 19.01.2019
წითელას ვირუსის გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში






ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორედ დასახელდა ყველაზე სუფთა
მუნიციპალიტეტად.
12:26 / 19.01.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორედ დასახელდა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად.
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.