ახალი ამბები
ზუგდიდის ბაღები მუშაობას ანახლებენ, თუმცა ბავშვების კვებაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების კვებაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, ხოლო სასწავლო პროცესი 22 იანვარს განახლდება, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს.

„საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ მიიღო“, - გვითხრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ.

გასული წლის მიწურულს, საბავშვო ბაღებში არდადეგები 1 თებერვლამდე გამოცხადდა, რის მიზეზადაც კვების მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადებისთვის დროის საჭიროება დასახელდა.