ახალი ამბები
დრანდის ციხის სამი თანამშრომელი პატიმრების გაქცევის საქმეზე დამნაშავედ ცნეს
FaceBook Twitter
E-mail Print
დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების გაქცევის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ე.წ. მთავარი პროკურატურის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, იზოლატორის ყოფილი ოთხი თანამშრომლიდან სამი, გულრიფშის სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, ერთი კი გაამართლა.

საუბარია 2016 წელს სამი მსჯავრდებულის გურამ ინაპშბას, რევაზ უგრეხელიძის და ბაჩუკა ლატარიას გაქცევის საქმეზე ბრალდებულებზე. დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, გაქცეულებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს და მიმალვაში იმყოფებიან.

ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იზოლატორის ყოფილ ორ თანამშრომელს, რაჩიკ სააკიანს და მერაბ ბოუბას ჯარიმის სახით დაეკისრათ 30 ათასი რუბლის გადახდა. ამასთან აეკრძალათ ერთი წლის განმავლობაში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ნებისმიერ დაწესებულებაში მუშაობა. სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადამეტების და გულგრილობის მუხლებით ბრალდებულ, იზოლატორის ყოფილ მორიგე ბადრაგს დმიტრი აიბას დაეკისრა 50 ათასი რუბლის გადახდა და აეკრძალა დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვან უწყებაში 2 წლის განმავლობაში მუშაობა.

დრანდის საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსი, რომელიც პატიმრების გაქცევის გამო სამსახურიდან მალევე დაითხოვეს, დე ფაქტო სასამართლომ გაამართლა. მას ბრალად ედებოდა გულგრილობა, რაც გამოიხატებოდა იზოლატორში კონტროლის ზომების არასათანადო მონიტორინგში.

დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან 2016 წლის 1 ოქტომბერს სამი მსჯავრდებული გურამ ინაპშბა, რევაზ უგრეხელიძე და ბაჩუკა ლატარია გაიქცა. მათ შორის ლატარიასთვის ეს უკვე მეორე გაქცევა იყო ციხიდან. როგორც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, მსჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს იმის გამო, რომ საკნის კარები ჩაკეტილი არ იყო. შედეგად ისინი ციხის ადმინისტრაციის განყოფილებაში გადავიდნენ, ავიდნენ მეორე სართულზე, გატეხეს ფანჯრის გისოსები და გავიდნენ დაწესებულების ეზოში.

ბაჩუკა ლატარიას ოჩამჩირის ე.წ. სასამართლომ 2014 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადამიანის გატაცების გამო. დე ფაქტო შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული თანამზრახველებთან ერთად გატაცებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდა.

1977 წელს დაბადებულ გურამ ინაპშბას 15 წელი ჰქონდა მისჯილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ადამიანის წინასწარ განზრახვით მკვლელობის გამო.

1975 წელს დაბადებულ რევაზ უგრეხელიძეს გაგრის ე.წ. სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადამიანის მკვლელობის მცდელოლბისთვის და სხვისი ქონების გაფლანგვა-მითვისებისთვის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.