ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში გამოცხადებულ 11 ვაკანტურ პოზიციაზე გასაუბრების ეტაპი დასრულდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გასაუბრების ეტაპი დასრულდა. მერიის საკონკურსო რვაკაციანმა კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძეა, 26 ადამიანს მოუსმინა. გასაუბრებამდე პირველი ეტაპი განმცხადებელთა დოკუმენტების გადარჩევას მოიცავდა, მეორე კი ზეპირ დავალებას. მერიაში „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ შერჩევა მოხდა კონკრეტულ პოზიციაზე საჭირო მოთხოვნების შესაბამისად. საბოლოო პასუხი ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. საუბარი ზუგდიდის მერიაში 11 პოზიციაზე იყო გამოცხადებული.

ეს ვაკანსიაებია:

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი.

განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის მოადგილე.

ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტი (მერის წარმომადგენელი).

გამოცხადებულ ვაკანსიებზე ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე იყო განთავსებული და დაინტერესებულ პირებს განაცხადის განთავსება ათ სამუშაო დღეში შეეძლოთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, რომელიც 2017 წლის დეკემბერში შეიქმნა, 8 წევრია. ესენია - ზუგდიდის მერის მოადგილეები - გია გულორდავა და მაიზერ ნანავა, მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ირაკლი ამანათიძე, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი გია მანჯგალაძე, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირი, #11-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ხარებავა და პროფკავშირების წარმომადგენელი ეკა მიქელაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თემი და ქალაქი გაერთიანდა და ერთ ერთეულად - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიად ჩამოყალიბდა, სადაც რეორგანიზაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სენაკის ქუჩებში არსებული ორმოები ამოავსეს და მასში ყვავილები
დარგეს.
11:22 / 23.07.2019
სენაკის ქუჩებში არსებული ორმოები ამოავსეს და მასში ყვავილები დარგეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში
10:33 / 23.07.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში
ეკოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმში ევკალიპტის ხეზე გავრცელებული
12:43 / 22.07.2019
ეკოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმში ევკალიპტის ხეზე გავრცელებული
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.