ახალი ამბები
მესტიაში მოკლული დეპუტატის ცოლი: ჩემი ქმრის მკვლელს ვიღაც ხელს აფარებს
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის ცოლი სვეტა ნავერიანი ფიქრობს, რომ მისი ქმრის მკვლელს ვიღაც ხელს აფარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებოდა ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში გადარჩენა. ჯერჯერობით კონკრეტულ ინდივიდზე ეჭვი არ აქვს. ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან საგამოძიებო მოქმედებები შეიმჩნევა, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ ჩანს.

„ჯერჯერობით რომ გითხრათ, გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებ, ასეც არ არის, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მესტია თვითონ შიგნით დაბა კომპაქტურად დასახლებულია, ბავშვიანი ოჯახებია. მესმის გამოძიების. ჩემგან ყველაფერს თავის დროს ვაძლევ ორმოცამდე, იქნებ რამე მოხდეს. არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. ჩემთვისაც ვხარშავ რაღაცებს და ვფიქრობ. დრო არის ჩაჯდეს რაღაც ჩარჩოში. მერე უკვე მე მსვლელობას მივცემ ამ ყველაფერს“, - უთხრა „ლაივპრესს“ სვეტა ნავერიანმა.

მისი თქმით, არ სურს გამოძიებას ხელი შეეშალოს, თუმცა გაჩერებას სამართლიანობის აღდგენამდე არ გეგმავს. ამბობს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს იმ შემთხვევაში, თუ საქმეს ბოლომდე არ გამოიძიებენ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში სვანეთში სიტუაციას უმართავს გავხდი“, - აღნიშნა მან.

მესტიის საკრებულოს მოკლული წევრის და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლომარ ნიგურიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ მკვლელობაში ბრალდებულს.

მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელი ნიგურიანის მოგვარე, ნათესავი და მეზობელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლომარ ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

დეპუტატის მკვლელობა, როგორც ჩვენ მისმა ნათესავმა ნარგიზა ნიგურიანმა გვითხრა, საყოფაცხოვრებო შინაარსის კონფლიქტს მოჰყვა და ის შვილისთვის დამიზნებულ ტყვიას ემსხვერპლა. გარდაცვლილს სხეულზე შვიდი ნატყვიარი აღენიშნებოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.