ახალი ამბები
მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაღუპული ჯარისკაცის, ბექა რუსიას ოჯახის წევრები საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. გარდაცვლილის დედა და ბებია ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში იმყოფებიან. მანამდე მათ პროკურორ დავით პაპავასთან მოითხოვეს შეხვედრა. შეკრებილთა მოთხოვნა უცვლელია - გამოძიება ხელახლა დაიწყოს მუჟავაში მომხდართან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ სინამდვილეში დამნაშავე გაცილებით მეტი პირია, მათ შორის საგუშაგოს უფროსი რამდენიმე ადამიანთან ერთად. შეკრებილთა განმარტებით, არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქმის მასალების შესახებ. გარდაცვლილის დედის, იზა რუსიას თქმით, არ ემთხვევა დაკითხული მოწმეების ცვენებები, რაც ეჭვს იწვევს, რომ გამოძიება არაკვალიფიციურად ჩატარდა.

ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ პროკურატურა საქმის მიჩქმალვითაა დაკავებული. მისი თქმით მას, როგორც დაზარალებულის ადვოკატს არ ქონია შესაძლებლობა, საქმის მასალებს დეტალურად გაცნობოდა. ამიტომ, შეკრებილთა ერთ-ერთი მოთხოვნა ესეც არის. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ბევრი უზუსტობებია. მათ შორის მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით. მაგალითად ის, რომ გარდაცვლილი საკმაოდ მაღალი იყო, ბრალდებული კი შედარებით დაბალი, გასროლილი ტყვიის ტრაექტორია კი ამ მოცემულობას არ ემთხვევა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი გასროლის შედეგად 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მუჟავაში გამგებლის წარმომადგენელმა მამუკა ჩხაპელიამ მაშინ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ერთ-ერთ სამხედროს ცეცხსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მეორე სამხედრო მოსამსახურეს მოხვდა. მამუკა ჩხაპელიასვე ცნობით, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თუმცა, გარდაცვლილის დედის, იზა რუსიას თქმით, შვილი მიზანმიმართულად მოუკლეს. ადვოკატმა კი განმარტა, რომ მკვლელობა უფრო დიდი დანაშაულის დაფარვის მიზნით განხორციელდა

ბრალდებულმა დავით ჯალაღანია მომხდარში თავს დამნაშავედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.