ახალი ამბები
გალში 107 ე.წ. პასპორტი და 1 500-ზე მეტი ბინადრობის მოწმობა გაიცა
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 49 763 ახალი ე.წ. პასპორტი გაიცა, აქედან 107 გალის რაიონში. დამატებით განხილვის პროცესშია დოკუმენტაციის მიღებაზე 2 628 განაცხადი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აფხაზია-ინფორმი“ ე.წ. საპასპორტო განყოფილების უფროსზე, ედუარდ მანარგიაზე დაყრდნობით იუწყება. ახალი დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გადაეცათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ ძველ ე.წ. პასპორტებს. საერთო ჯამში იგეგმება 140 ათასი ე.წ. პასპორტის გაცემა.

მანარგიას ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გალის რიონში წლების წინ გაცემული პასპორტების უმეტესობა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ძალადაკარგულად ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაცხადა, დაახლოებით 17 ათასი მოქალაქე ძველი დოკუმენტით ჯერ კიდევ სარგებლობს.

რაც შეეხება ე.წ. დროებითი ბინადრობის მოწმობებს, მანარგიას განცხადებით, მსგავსი დოკუმენტაცია ამ ეტაპზე მხოლოდ გალის მცხოვრებლებზე გაიცა. მომავალში კი მისი დარიგება სხვა რაიონებშიც იგეგმება. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბინადრობის მოწმობა გადაეცა 1 573 გალელს და განიხილება ამ მოთხოვნაზე 4 447 განაცხადი.

„პასორტებისა და დროებითი ბინადრობის მოწმობების გაცემა ხდება კანონით დადგენილი ნორმების მკაცრად დაცვით“, - ირწმუნება ედუარდ მანარგია.

დე ფაქტო რესპუბლიკის ძველი პასპორტის ახლით ჩანაცვლების პროცესი 2016 წლის ბოლოდან დაიწყო. პროცესს წინ უძღოდა 2015 წელს გალში „გაყალბებული პასპორტების“ ამოღების ფაქტი. მაშინ ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ გალის საპასპორტო განყოფილების თანამშრომლებმა „აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი“ დაარღვიეს და გალის მცხოვრებლებზე უკანონოდ გასცეს პასპორტი.

ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო „კანონი“, რომელიც რეგიონში მცხოვრები „აფხაზეთის მოქალაქეობის არ მქონე პირის“ სამართლებრივ სტატუსს განსახზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, დროებითი ბინადრობის მოწმობა მიენიჭება მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არქონის მიზეზით ეკრძალებოდათ „არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.