ახალი ამბები
ნადარაია ანაკლიის პორტზე და რუხის საავადმყოფოზე: ჩვენც ვქმნით საინვესტიციო გარემოს
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გალის რაიონის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბებაზე მუშაობს. გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, თემურ ნადარაიას განმარტებით, ეს არის პასუხი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებზე. მან ანაკლიის პორტის და რუხში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაასახელა.

როგორც ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ირწმუნება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემაზე. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის წინასწარი გათვლებით, ეს შეთანხმება გალს 10 მილიონ რუბლს მოუტანს, რაც რაიონისთვის საკმაოდ დიდი ციფრია.

„რა თქმა უნდა გვინდა, რომ პროცედურები სწრაფად დამთავრდეს, მაგრამ ეს დაკავშირებულია რიგ პოლიტიკურ საკითხებთან. ქართული მხარე, პირდაპირ ჩვენს საზღვართან იწყებს ანაკლიაში პორტის მშენებლობას, ჩვენი საზღვრიდან ხუთ კილომეტრში აშენდა მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი. პოლიტიკას, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება, აღიარების გარეშე ჩართულობის პოლიტიკას, აქვს შორსმიმავალი მიზნები და აქ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნა არის ჩვენი პასუხი ყველა იმ პროცესზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენც ვქმნით განსაკუთრებულ პირობებს ინვესტორებისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისათვის. რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ინვესტიციების და სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მაგრამ თუ ინვესტორი მოვა, ეს დადებით შედეგებს მოუტანს აღმოსავლეთ აფხაზეთის ყველა მცხოვრებს“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

როგორც ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, გალი აფხაზეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2016 წელს გამოაცხადა, რაც მიზნად ისახავს აქ ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

„ეხო კავკაზასთან“ მან ე.წ. პასპორტიზაციაზეც ისაუბრა. განმარტა, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და გალში უკვე 400-მდე „აფხაზეთის მოქალაქე“ ჰყავთ. ის ირწმუნება, რომ ციფრი სამომავლოდ ათასამდე გაიზრდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას
ადვოკატი
19:37 / 05.12.2019
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას ადვოკატი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ წალენჯიხის პოლიციის
19:13 / 05.12.2019
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ წალენჯიხის პოლიციის
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
18:46 / 05.12.2019
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი
გამოსახულების
18:24 / 05.12.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების
ვიდეო
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.