ახალი ამბები
გულორდავა: როცა ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი „სუბოტექსის“ შეძენა-შენახვა, ნარკოპოლიტიკა ვერ უშველის
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლირიკის შეცვლის შესახებ მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნებს და გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ ტენდენციურები და ჩვენი განცხადებებით დამკავებელი პოლიციელების მიმართა არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმცია.

მისივე განმარტებით, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი „სუბოტექსის“ შეძენა და შენახვა, საკამათო არ უნდა იყოს, რომ ვერანაირი ნარკოპოლიტიკა ამას ვერ უშველის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ ტენდენციურები და თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს და ასეთი განცხადებების უაპელაციოდ გაკეთება, თან ისე, რომ არ იცნობდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, პირდაპირ ურტყამს როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურას და სასამართლოს“, - განცხადება გოგა გულორდავამ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმთ, სასამართლო ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც დღეს ყველამ იცის, რომ ნამდვილად არავინ ცდილობს მასზე ზეგავლენის მოხდენას, კონკრეტულ საქმეს რაც შეეხება, წინ კიდევ ორი ინსტანციაა.

„რაც შეეხება ნარკოტიკის რაოდენობას, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი „სუბოტექსის“ შეძენა და შენახვა, არ მგონია საკამათო იყოს, რომ ვერანაირი ნარკოპოლიტიკა ამას ვერ უშველის, კანონში ასეთი რაოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის დაუსჯელობა ნამდვილად არ მოგვიტანს კარგს. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში ნარკოპოლიტიკაზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ უნდა შევძლოთ ორივე პოზიციიდან ყველაზე რაციონალური, სწორი არგუმენტების ამორჩევა, პოზიციების დაახლოება და ისეთი კანონის მიღება, რომელიც ნარკომომხმარებლებს კი არ დასჯის, არამედ დაეხმარება მკურნალობაში და მეორე მხრივ მკაცრი იქნება ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებით“, - განაცხადა გულორდავამ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. 25 იანვარს ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის ზუგდიდში. აქციის მონაწილეებმა დაკავებული გათავისუფლების პარალელურად დაგმეს ქვეყანაში დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს მისი შემსუბუქება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.