დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები ნაურუში ჩავიდნენ
Share
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია ნაურუში ჩავიდა,
საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს ხელმძღვანელობით. ვიზიტის
ფარგლებში ისინი მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის
გამოცხადების 50 წლისთავთან დაკავშირებით გასამართ საზეიმო
ღონისძიებაში. ამას გარდა, იგეგმება შეხვედრა დაურ კოვეს და ნაურუს
პრეზიდენტ ბარონ დივავესი ვაკასთან. ნაურუში მათ გარდა, დე ფაქტო
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი
მედოევიც იმყოფება.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.