ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში რეკონსტრუქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო [ფოტო]
ზუგდიდის მერიაში კი განმარტავენ, რომ სასაწყობე კონსტრუქციების განთავსება ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.
გასული წლის დეკემბერში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. სამუშაოებს ე/ს შპს „ჯავა“, რომლის გაერთიანებაშია ი/მ „თემურ ალბექიონი“ და შპს „გზები & კეთილმოწყობა“ განახორციელებს. საამისოდ 11 მილიონ 974 ათას 436.72 ლარი დაიხარჯება.
თანხიდან 6 მილიონს მუნიციპალიტეტის მერია ისესხებს. მერის ლაშა გოგიას სიტყვებით, თანხის 30 %-ს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინასებს და დამატებით კიდევ 20 %-ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიღებენ.