ახალი ამბები
გალში ქართველი მომღერლის კონცერტის გამო ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
გალში ქართველი საოპერო მომღერლის, გიორგი თოდუას მიერ ოკუპირებულ ქალაქ გალში ჩატარებული კონცერტის შესახებ „ლაივპრესზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს პოლიტიკური პარტიები „ამცახარა“ და „ერთიანი აფხაზეთი“ გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, აფხაზეთის ხელისუფლება ქართულ გავლენას განიცდის და ის უნდა გადადგეს.

„ამცახარა შოკირებულია გალში გიორგი თოდუას კონცერტის ჩატარებით. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო კულტურის და გალის მოსახლეობის განვითარების, მაგრამ გვინდა ვკითხოთ ღონისძიების ორგანიზატორებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიმართა კონცერტი, რადგან გალში აფხაზეთის მოქალაქე სულ 600 ადამიანი ცხოვრობს. ნუთუ ამ მიზნით ამოიღეს მათ ე.წ. ყალბი აფხაზური პასპორტები მოქალქეებისგან?ხელისუფლებამ ქართული ნაციონალურ- კულტურული ავტონომია შექმნა გალში. ეს კონცერტი ამ ავტონომიის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამას ემატება მეცნიერული მოსაზრებები ახალ ხალხზე სამურზაყანოელებზე.

კონცერტის ჩატარებამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა ხელისუფლების აგდებული დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის, ომში მონაწილე ვეტერანების და ომში დაღუპულების მიმართ. ვიღაც ახალგაზრდა 30 წლის მამაკაცმა იმღერა, შემდეგ თქვა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას თავისი პირობები შესთავაზა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის აპირებს სოხუმში კონცერტის ჩატარებას, ის პასუხობს, რომ სოხუმში მიიწვიეს. თუმცა ის იქ ნორმალურად უნდა ჩავიდეს. რას გულისხმობდა სიტყვა ნორმალურში, ამას ჩვენ ხელისუფლებას ვეკითხებით.

რაიონის ცენტრში ასეთი სახის ღონისძება ხელისუფლების გარეშე ვერ ჩატარდებოდა. სავსებით უსუსურად, სულელურად და უსირცხვილოდ გამოიყურება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნადარაიას მიერ გაკეთებული განმარტებები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება ქვეყნისთვის დამღუპველ პოლიტიკას ატარებს. ჯერ კიდევ არ არ გარკვეულა ხაჯიმბას კანონიერება ლუკავას გათავისუფლების გამო, რომ ხელისუფლებამ მორიგი პროვოკაცია ჩაიდინა.

„ამცახარას“ წევრები ვითხოვთ განმარტებას და დამნაშავეების დასჯას. პირველ რიგში გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და კულტურის მინისტრის. ამავდროულად მივმართავთ ხელისუფლების დამცველებს, რა არგუმენტი აქვთ მათ ამჯერად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი მოთხოვნა ხაჯიმბას გადადგომის შესახებ იმპულსური და ემოციური კი არა, კანონიერია. ჩვენ უკან არ დავიხევთ.

ამჯერად ვაცხადებთ, რომ მოქმედ ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის პოლიტიკურ საზოგადოებრივი სტაბილიზაცია და ძაბავს სიტუაციას.

„ერთიანი აფხაზეთის“ პოლიტიკურმა საბჭომ ყურადღებით შეისწავლა ქართველი მომღერლის გალში გამართული კონცერტის და შემდეგ მისი ქართულ მედიაში გაშუქების გამო შექმნილი ვითარება. სახეზეა ხაჯიმბას ხელისუფლების სისტემური შეცდომა. მხოლოდ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ტერორისტი გიორგი ლუკავა გაურკვეველ ვითარებაში გაათვისუფლეს, რაზეც ხელისუფლებას არ გაუკეთებია განმარტება. ამან ხალხის აღშფოთება გამოიწვია. გავიდა თვე და ისევ იგივე. ხელისუფლებამ უფლება მისცა კონცერტი ჩაეტარებინა მომღერალს, რომელიც არათუ არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს, არამედ ფეხქვეშ თელავს მას ქართულ მედიაში.

შეგახსნებთ, რომ გალის რაიონი განსაკუთრებული წერტილია ჩვენი ქვეყნის რუკაზე. აქ კომპაქტურად ცხოვრობს მეგრელი მოსახლეობა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. უგუნურმა მოქმედებებმა შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენმა აღმოსვლელმა მეზობელმა, რომელთანაც მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ გვაქვს, სიტუაციის ასაფეთქებლად გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლეობისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების კრიტიკით მოვიდა. დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებმა გალის მეგრულ მოსახლეობას აფხაზური მოქალაქეობა ჩამოართვეს. ვაღიარებთ, რომ მეგრელების აფხაზურ საზოგადოებასთან ინტეგრაცია პრობლემაა. მისი გადაჭრა არ ხდება მათი პენსიით უზრუნველყოფით და აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებით.

გალელების აფხაზურ საზოგადეობასთან ინტეგრაცია გრძელი პოლიტიკური და კულტურული პროცესია, საჭიროა სახელმწიფო პროგრამა. გიორგი თოდუას კონცერტმა და მისმა გაშუქებამ დაგვანახა გალში არსებული საშიში სიტუაცია. თოდუას სიუჟეტი, ასევე ლუკავას შეწყალება გვიჩვენებს, რომ ურაპატრიოტულ რიტორიკას ამოფარებული ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყანის სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციას და მტრის თამაშს თამაშობს. „ერთიანი აფხაზეთი", აფხაზეთის რესპუბლიკის სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებთან ერთად ახლანდელი მთავრობის გადაყენების საკითხს აყენებს“, - ნათქვამია პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი საოპერო მომღერლის, გიორგი თოდუას მიერ ოკუპირებულ ქალაქ გალში ჩატარებული კონცერტის შესახებ „ლაივპრესზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს მანამდე დე ფაქტო კულტურის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა. გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ კი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი თოდუა გალში პირველად არ ჩასულა და რომ არც მომღერალი და არც მისი ოჯახი აფხაზეთის ომში საომარ მოქმედებებში ჩართული არ ყოფილა. ამასთან აღნიშნა, რომ მარინის თეატრის სოლისტის, თანაც რუსეთის მოქალაქის და გალის მკვიდრის მიერ კონცერტის ჩატარებაში ცუდი ვერაფერი დაინახეს.თუმცა მას შემდეგ რაც მან ქართულ მედიას ინტერვიუ მისცა „აფხაზეთში შესასვლელი ყველა კარი თავად ჩაკეტა“.

გალის კულტურის სახლში 24 იანვარს, ქართველმა საოპერო მომღერლმა გიორგი თოდუამ კონცერტი გამართა. როგორ ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი მომღერალი და როგორ შეხვდა მას აფხაზი მაყურებელი, ამაზე გიორგი თოდუამ „ლაივპრესს“ კონცერტის დასრულების შემდეგ უამბო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული
პოლიტიკური
22:25 / 06.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.