ახალი ამბები
პრემიერი ოლიმპიადის საქართველოში ჩატარებაზე: აბსოლუტურად რეალისტური გეგმაა
FaceBook Twitter
E-mail Print
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზამთრის ოლიმპიადის 2030 წლისთვის საქართველოში ჩატარება მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ამიტომ, მან სთხოვა მთავრობის წევრებს და ყველა შესაბამის ინსტიტუტს, საკითხს მაქსიმალურად რეალისტურად შეხედონ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ამბიციური გეგმაა, მაგრამ ეს გამოწვევა უნდა მიიღონ, ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფი განვითარებისთვის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იწყებენ დიდი „ჯაჭვური რეაქციის და უზარმაზარი ენერგიის მქონე საკითხს“, რომელიც აუცილებლად მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. მთავრობის მეთაურს სჯერა, რომ ეს აბსოლუტურად რეალისტური გეგმაა, თუ ეტაპობრივად და სწრაფად განავითარებენ ინფრასტრუქტურას ზამთრის კურორტებზე.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 70 %-ის, რომელიც გახლავთ მთიანი რეგიონები, მთლიანად ამ პროცესში ჩართვა. ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში. ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები“, - განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში, კერძოდ ლოზანაში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შეხვდა და აღნიშნული საკითხის პერსპექტივა განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, მარტის თვეში საქართველოში ცამოვა დელეგაცია, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. თავის მხრივ კი, სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

„ვფიქრობთ, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისათვის, ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის“, - განმარტა მთავრობის მეთაურმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.