ახალი ამბები
დავით საყვარელიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძის ინფორმაციით, კიევში, რესტორან „სულგუნში" მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება საყვარელიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის პროკურატურა 12 თებერვალს სააკაშვილს გამოსაკითხად იბარებდა, თუმცა სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში არ გამოცხადდებოდა. მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ მათ უწყება არ მიუღიათ.

საქმე შეეხება საექსტრადიციო შემოწმებას, რომელსაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით გასულ წელს მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა, 2018 წლის 3 იანვარს კი კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

16 თებერვალს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






აფახზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 27 თებერვალი მედიის დღედ
გამოაცხადეს.
14:20 / 22.02.2019
აფახზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 27 თებერვალი მედიის დღედ გამოაცხადეს.






მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო,
14:00 / 22.02.2019
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო,






ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
12:29 / 22.02.2019
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.






საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“
11:25 / 22.02.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.