მესტიაში თოვლმა საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა [ფოტო]
როგორც „ლაივპრესს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლერი არღვლიანმა განუცხადა, გზები დასუფთავდა და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის.
შიდა გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვები რჩება სვანეთის ცენტრალურ გზაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის მესტიის საკრებულოს.