ახალი ამბები
სამინისტრო: ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის სავალდებულოა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ორი უცხო ენის სწავლა მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეხმაურებიან ბოლო დღეებში, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.

შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება - ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს. უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით,
18:11 / 18.02.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით,






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.