ახალი ამბები
წალენჯიხაში ძროხის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ორი პირი დააკავეს ძროხის ქურდობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.