ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ააიპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 500-ით გაიზარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ააიპ-ების რაოდენობა 28-დან 10-მდე შემცირდა. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს ცვლილება თანამშრომელთა რაოდენობის შეკვეცას და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასაც გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირების რიცხვმა იკლო, დღეს ააიპ-ებში 498-ით მეტი, სულ 2132 ადამიანი მუშაობს, ვიდრე შარშან.

2017 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მარტის თვეში გაასაჯაროვა, ქალაქ ზუგდიდის 11 ააიპ-ში 779 პირი მუშაობდა, თემის 12 ააიპ-ში კი 855, ჯამში 1634.

ყველაზე მეტი - 800 ადამიანია დასაქმებული „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში“. ინფორმაცია 2018 წლის თებერვლში „ლაივპრესმა“ მერიისგან მიიღო. გაერთიანებამდე თემსა და ქალაქში, იგივე ააიპ-ში ჯამში 691 პირი მუშაობდა, რაც 109 ადამიანით ნაკლებია დღევანდელ მონაცემზე. ცენტრის დირექტორს ხათუნა თოლორაიას სამი მოადგილე ჰყავს. აქედან, ელისო ჩემია ფინანსურ საკითხებს კურირებს. ყოფილი ხელმძღვანელი ელისო ყალიჩავა კი სააღმზრდელო საკითხებს, ხოლო ინეზა მურღულია საორგანიზაციო საკითხებს.

მეორე ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობით „ზუგდიდდასუფთავების ცენტრია“. აქ სულ 459 ადამიანი მუშაობს. გაერთიანებამდე კი 216 ადამიანი მუშაობდა, რაც 243-ით მეტია შარშანდელ მონაცემზე. სამი მოადგილე ჰყავს ცენტრის დირექტორ ნუგზარ მალაშხიასაც. პირველი მოადგილე თენგიზ გოგორიშვილია, რომელიც მისი არყოფნის დროს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. მეორე მოადგილე, ნუგზარ მალაშხიას თქმით, თამაზ ფაცაციაა, ვინც კონტროლის და ზედამხედველობის მიმართულებას კურირებს. ზურაბ ჯაბუას კი ტრანსპორტის სფერო აბარია.

112 თანამშრომლით გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი „კეთილმოწყობის მართვის ცენტრში“. დღეს ეს ციფრი 284-ს შეადგენს, როცა შარშან, თემის და ქალაქის ააიპ-ებში ჯამში 172 ადამიანი მუშაობდა.

ცენტრის დირექტორ ნოე პერტაიას ყველაზე მეტი - ოთხი მოადგილე ჰყავს. როგორც მან „ლაივპრესს“ განუცხადა, კობა კვარაცხელია ელექტრო-გარე განათებას და ტრანსპორტის მიმართულებას კურირებს. ქალაქ ზუგდიდის „კეთილმოწყობის ცენტრის“ ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ციმინტია კეთილმოწყობას და გამწვანებას. კიდევ ერთ მოადგილეს, იოსებ სოსელიას სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის სანიაღვრეების მოწესრიგება, ხეების მოჭრა აბარია. მეოთხე მოადგილე მალხაზ ფარცვანიაა. მას სასაფლაოების მოვლა-პატრონობა ევალება.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელს ნანა ოდიშარიასაც სხვა ააიპ-ების მსგავსად სამი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნატალია შეროზიაა. ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას კურირებს. მეორე მოადგილე თამარ მაქაცარიაა, რომელსაც აბარია ეპიდემიოლოგიის სფერო. რაც შეეხება მესამე მოადგილეს, ეკატერინე ხუბუტია სანიტარულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

აქ სულ 22 ადამიანი მუშაობს.

სამი მოადგილე ჰყავს „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორ მადონა მაქაცარიას. ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი მანანა გვარამია საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმართულებას უძღვება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ყოფილი უფროსი ციცანა თოლორაიას საზოგადობასთან ურთიერთობა ევალება. ზაზა ფარცვანიას ფუნქციებში კი ინფრასტრუქტურა და მომარაგება შედის.

ააიპ-ში 92 თანამშრომელია დასაქმებული. თემსა და მუნიციპალიტეტში ადრე სულ 79 პირი მუშაობდა.

სამი მოადგილე ჰყავს „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, მანუჩარ სამუშიასაც. ზუგდიდის გამგეობაში „მუზეუმების მართვის ცენტრის“ ყოფილ უფროს კოტე გურგულიანს მუზეუმების მიმართულება აბარია. მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო მამფორია კულტურის განხრას კურირებს, ლაშა თოდუა კი ტექნიკურ მხარეს.

ცენტრში ჯამში 210 თანამშრომელი მუშაობს.

სამი მოადგილე ჰყავს „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორ დავით კვაშილავას. ესენი არიან - გიორგი კუკავა, მერაბ ხვიჩია და გოჩა ჩიქოვანი. მერაბ ხვიჩიას ფინანსური საკითხები აბარია. გიორგი კუკავას სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ევალება, გოჩა ჩიქოვანი კი ტექნიკურ მხარეებზე - ბაზებზე, სტადიონებზეა პასუხისმგებელი.

ააიპ-ში სულ 110 ადამიანია დასაქმებული.

ორ-ორი მოადგილე ჰყავთ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ და „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის“ ხელმძღვანელ პირებს.

ზვიად ქარჩავას ერთ-ერთი მოადგილე გიორგი ლაგვილავას ძირითადი საქმიანობა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა, მარკირება და პასპორტიზაციაა. ნიკოლოზ ზარქუასი კი პიარი.

ააიპ-ს 29 თანამშრომელი ჰყავს.

რაც შეეხება ნინელი ჭითანავას, თუ გაერთიანებამდე მისი მოადგილე რუსუდან შონია იყო, ოთხი ააიპ-ის - პირველი და მეორე სამუსიკო სკოლების, საგუნდო და სამხატვრო სკოლების შემოერთების შემდეგ, მეორე მოადგილეც დანიშნეს. ნათია ფიფია მანამდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

ააიპ-ში 124 პირია დასაქმებული.

ერთადერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის, „საფეხბურთო კლუბი - ოდიში 1919-ის“ ხელმძღვანელი შოთა ფარცვანიაა, რომელსაც მოადგილეები არ ჰყავს. აქ სულ ორი ადამიანია დასაქმებული.

ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ ააიპ-ების უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს, რამაც ერთზე მეტი მოადგილის დანიშვნა განაპირობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ააიპ-ების ფორმირების პროცესი უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

მერიაში აცხადებენ, რომ ააიპ-ებში თანამშრომელთა გაზრდილ რაოდენობაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
11:42 / 23.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
11:06 / 23.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.