კვლევა: აბაშის მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე ინფორმაციებს არასრულად აქვეყნებს
„არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ და ა.შ“, - ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს აბაშის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 3 თებერვალს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
აბაშამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩხოროწყუს, ფოთის, მესტიის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა იგივე შინაარსის ინფორმაცია.