ახალი ამბები
აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში პალმის ახალი მავნებელი გამოჩნდა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში ახალი მავნებელი, ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხის მონიტორინგს ატარებს, პალმების განადგურების საფრთხეზე იუწყება.

პარალელურად, ფეისბუკზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აპსაბარას“ ხელმძღვანელმა, რომან ლეიბამ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს მავნებლის მიერ განადგურებული პალმის ხე. ფოტო გაგრაში, პანსიონატთან ახლოს არის გადაღებული.

„ეხო კავკაზა“ წერს, რომ გრძელცხვირა ხოჭო აფხაზეთში პირველად 2016 წელს დაფიქსირდა. მდედრი მავნებლები პალმის ფოთლებზე დებენ კვერცხებს, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი 5 სმ სიგრძის ჭუპრები პალმის ხის განადგურებას შიგნიდან იწყებენ.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადად დეკორატიული მცენარეებით მკვებავი მავნებლის გავრცელების ზონა საბედნიეროდ მხოლოდ რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაა. საუბარია ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის რაიონზე, წანდრიფშზე, გაგრის პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ზონაში გამოვიკვლიეთ მცენარეები და გამოვავლინეთ დაავადებული პალმები. დღეის მონაცემებით პალმის 200 ეგზემპლარიდან სამწუხაროდ 12 უკვე განადგურდა. ჯერჯერობით ძნელია თქვა, თუ რამდენი პალმაა საერთო ჯამში დაავადებული, მაგრამ გამოვლენილი შემთხვევებიდან საუბარია დაახლოებით 20-ზე. ამ შემთხვევაში, მათზე მკვეთრად არის გამოხატული მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა არ გავრცელდეს მავნებელი. ამ მიზნით მათ გაეროს მიმართეს, რომელმაც აფხაზეთში გრძელცხვირა ხოჭოსთან ბრძოლაში გამოცდილი ინდოელი ექსპერტი ჩაიყვანა. სპეციალისტი აფხაზ კოლეგებს საველე პირობებში ასწავლის მწერთან ბრძოლის მეთოდებს.

რომან დბარი ამბობს, რომ ბრძოლასთან ერთად აუცილებელია აიკრძალოს პალმის ტოტების ტრანსპორტირება და გადატანა, რადგან შესაძლოა ამან ხელი შეუწყოს მავნებლის გავრცელებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.