ახალი ამბები
აბაშაში მეფუტკრეებმა ალიანსი დააფუძნეს [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მეფუტკრეებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად აბაშაში დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი დააფუძნეს.

მეწარმე ედუარდ მელია, რომელიც მეფუტკრეობას 30 წელზე მეტია ეწევა, ამბობს, რომ ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მეტი განათლების მიღება სჭირდებათ.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ინტელექტუალური დარგია და ის ითხოვს ახალ რელსებზე გადასვლას. მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენი მეფუტკრეები მუშაობენ იმ ძველი მეთოდებით, რომლებიც სამრეწველო პოტენციალს ვერ აკმაყოფილებს. ამისათვის არის სწორედ ეს ჩვენი გაერთიანება, რომ თითოეულ ფერმერამდე მივიტანოთ ახალი ნოვაციები, ახალი ტექნოლოგიები“, - გვითხრა მეფუტკრემ, რომელიც მოგვიანებით ფერმერებმა ალიანსის თავმჯდომარედ აირჩიეს.

მეფუტკრეები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და მათ სჭირდებათ პროფესიული განათლების მიღებაში ხელშეწყობა, რომ ევროპის ბაზარზე თავიანთი პროდუქტის რეალიზაცია შეძლონ, - გვითხრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძვანელმა შალვა აგუმავამ.

„მეფუტკრეობა სამეგრელოში ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ისინი წინ არიან საქმეში წასულები. მათ განათლების მხრივ სჭირდებათ პატარა ხელშეწყობა, და ამასაც ვუზრუნველვყოფთ სწავლების კურსებით და და ახალი ტექოლოგიების დანერგვით, რომ უფრო შევუწყოთ ხელი თავიანთი პროდუქტების გაყიდვებისთვის“, - განაცხადა შალვა აგუმავამ.

პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის თქმით, დარგობრივი ასოციაციების შექმნა ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა.

„პალატის ძირითადი მიმართულება არის რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა. ასევე, დარგობრივი კლასტერების, ასოციაციების ჩამოყალიბება. გვინდა ეს კლასტერები და სტანდარტები განვითარდეს, დაინერგოს საქართველოში. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან სასარგებლოა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსში 130-მდე ფერმერი გაერთიანდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით, ფერმერებმა ზუგდიდში კივის ასოციაციაც დააფუძნეს. მათი მიზანიც პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ევროპის ბაზარზე გატანაა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.