ახალი ამბები
დადიანების ეზოში მხედარი ქალის ბრინჯაოს სკულპტურა დაიდგა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ცაიშის სამაროვანზე

აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკების ასლი დაიდგა, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვით მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. სკულპტურა წარმოადგენს მხედარ ქალს, რომელსაც ერთ მხარეს ბავშვი ჰყავს ჩახუტებული, ცისკენ აღმართულ ხელში კი თასი უჭირავს.

მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროს ლაშა ჯიქიას განმარტებით, ფაქტობრივად ეს წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს. მანვე „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ეს აღმოჩენა მიუთითებს შემდეგზე - კოლხურ მითოლოგიურ რწმენა-წარმოდგენებში მთავარი და დომინანტი ქალღვთაება იყო, რაც თავის მხრივ ქალის კულტის გამორჩეულობასაც გულისხმობს:

„ყველაზე მეტად ქალის ინვენტარებია წარმოდგენილი იმ დროინდელ სამარხებში. სწორედ ქალს ეკავა დომინანტი ადგილი და სავარაუდოდ ეს ასახავს ნაყოფიერების ქალღმერთისადმი შეწირულ იდოლას“.

ლაშა ჯიქიას თქმით, ცაიშში მხედარი ქალის ქანდაკება 2005 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მანამდე, თითქმის ნახევარი საუკუნით ადრე მსგავსი ტიპის სკულპტურა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. მაშინ, მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ეს არ იყო ელინური მოვლენა, და ფაქტი კოლხურ-ყობანურ კულტურას დაუკავშირა.

„მართლაც, ცაიშსა და ერგეტაში დაფიქსირდა მსგავსი ტიპის ქანდაკებები. დადასტურდა, რომ ეს არის წმინდა ადგილობრივი მოვლენა, კოლხური ფენომენი“, - აღნიშნა ლაშა ჯიქიამ.

მისივე თქმით, ცხენზე ამხედრებული ქალის სკულპტურა უახლოეს დღეებში გაიხსნება. მანამდე ქანდაკებამდე მისასვლელ გზას მოაწყობენ.

ცაიშში მსგავსი კიდევ რვა ქანდაკებაა აღმოჩენილი. ზოგი თასის, ზოგიც კიდევ ბავშვის გარეშე. მათ ასლებს ზუგდიდის შემოსასვლელში, ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში განათავსებენ სკვერში, რომელიც საგანგებოდ მოეწყობა.

ზუგდიდში, დადიანების ეზოს მიმდებარედ კოლხური ბრინჯაოს კულტურის ამსახველი ქალ-ღვთაების ქანდაკება რომ განთავსდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან, ივლისის თვეში გამართულ შეხვედრაზე მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მაშინდელმა უფროსმა ბესიკ არახამიამ განაცხადა. მისი თქმით, ის იდენტური იქნებოდა სოფელ ცაიშში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ.აღ-ით VIII-VII საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს ქალ-ღვთაების ქანდაკების.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.