ისრიალე მესტიაში - ახალი ვიდეორგოლი სვანეთზე

სვანეთის ზამთრის კურორტებზე - ჰაწვალსა და თეთნულდზე აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება. ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა. თეთნულდზე სულ 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის ინფორმაციით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. მათივე ცნობით, ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც იქნება უფასო.