მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ბრალდებულები მამუკა კეკელია 15 ათასი, ხოლო გია ჩიხლაძე 90 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. გათავისუფლებულები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები 20 ნოემბერს დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს თითქოს შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.