კორცხელის ინციდენტის მონაწილეები და მათი ადვოკატი სასამართლომ დააჯარიმა
მოსამართლე შოთა ბიჭიას განმარტებით, დაჯარიმების მიზეზი გასული წლის 28 დეკემბერს სასამართლოს სხდომაზე მათი გამოუცხადებლობაა. ადვოკატის განმარტება, რომ მას მოულოდნელად მოუწია სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, მოსამართლისთვის ობიექტური გარემოება არ აღმოჩნდა. გაასაჩივრებენ თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში, ზურაბ ბელთაძემ ჯერ არ იცის.
კორცხელის ინცინდენტზე სასამართლოს სხდომა დღეს 11 საათიდან მიმდინარეობს.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.