ფოთში ეროვნული გამოცდების ცეტრის გაუქმება გააპროტესტეს
აქციის მონაწილეთა განცხადებით აქციები მანამ არ შეწყდება, სანამ ეროვნული გამოცდების ჩაბარების საშუალება, ფოთში არ ექნებათ.
ფოთის განათლების რესურცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას განცხადებით, საკითხის გადასაწყვეტად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მისივე თქმით, ხვალ ფოთში გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ჩავა და მეორე საჯარო სკოლაში აბიტურიენტებს შეხვდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები 26 თებერვალს შევიდა, რის მიხედვითაც საგამოცდო ცენტრები იქნება მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც უმაღლესი სასწავლებლებია.