ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
FaceBook Twitter
E-mail Print
შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას, გუბერნატორ ლევან შონიას სააქციო საზოგადოება „ზუგდიდი სითისთან“კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, ტერიტორია, სადაც კომპანია „ზუგდიდი სითი“ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, მას ეკუთვნის.

„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით შევიტყვე, რომ მერმა ლაშა გოგიამ გააკეთა პრეზენტაცია ზუგდიდი-სითის. ეს ტერიტორია ჩემს სარგებლობაშია ათი წელია. ხელისუფლება მპირდებოდა, ახალ ხელშეკრულებას გაგიფორმებთ და მომიყვანეთ ინვესტორიო. შემთხვევით გავიგე, რომ მიწის ნაკვეთი გადასცეს ზუგდიდი სითის. ამბობენ, რომ ჩადებენ 12 მილიონს. რატომ არ მკითხეს, მე მყავს ინვესტორი, რომელიც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს ამაში,“ - განაცხადა მანანა მიქავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, გუბერნატორი ლევან შონია და ასევე ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია ახალ ინვესტორთან კორუფციულ გარიგებაში არიან.

მერიის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ცნობის თანახმად, 28 თებერვალს სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითი-მ“ მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით "ზუგდიდი სითი“, რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია.

ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას განცხადებით, ტერიტორია, რომელზეც მანანა მიქავა საუბრობს, მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა. მასში ინვესტიციის ჩასადებად მერია ყველა წინადადებას განიხილავს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა წერილი კერძო ინვესტიციასთან დაკავშირებით. მე, როგორც მერმა, ეს წერილი გავაცანი საზოგადოებას. რაც შეეხება ტერიტორიას, ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება და თუ ქალბატონ მანანა მიქავას სურს განახორციელოს იმ ტერიტორიაზე ინვესტიცია, შეუძლია შემოიტანოს წინადადება. ვინც შემოიტანა, ჩვენ გავაცანით საზოგადებას. სხვა ალტერანტიულ წინადადებებსაც გავაცნობთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ტერიტორიაზე დღეს გარემოვაჭრები არიან და მანანა მიქავა მათგან უკანონოდ იღებს შემოსავალს. ის უკანონო საქმიანობას ეწევა“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.

გუბერნიაში აცხადებენ, რომ მანანა მიქავამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ თუ მან ინვესტიცია ვერ განახორციელა, ეს ხელისუფლების კი არა, თავად მეწარმის ბრალია.

„მას ეს კონკრეტული მიწა არ ეკუთვნის. მიქავას ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წელს აიღო და რის მიხედვითაც 2012 წლამდე უნდა მოეხდინა მშენებლობის დასრულება და 6 მილიონი ლარის ინვეტიციის განხორციელება. თუმცა, ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის შემდეგაც მას მერიამ დამატებით მისცა დრო ინვესტიციის მოსაძებნად. მიქავამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხა ინვესტიციის განხორციელება. ის, რომ მანანა მიქავამ 10 წლის განავლობაში ვერ განახორციელა 1 ლარის ინვესტიციაც კი, ეს არა მერიის და გუბერნიის, არამედ თავად მიქავას ბრალია. ამასთან, მანანა მიქავას არ აქვს მორალური უფლება ვინმეს ცილი დასწმოს კორუფციულ გარიგებასა თუ თაღლითობაში“, - განაცხადეს გუბერნიის პრესამსახურში.

მანანა მიქავამ მდინარე ჩხოუშთან მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მისი დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა. მიქავა 2010 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის მუხლით დააკავეს. ის სასამართლომ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და „ლაზიკა კაპიტალისგან“ დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლა. ბიზნესმენი პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, თუმცა მის კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამგეობას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი, ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის. 2014 წელს ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოუგო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლება ძალაში დატოვა. მანანა მიქავა ზუგდიდის გამგეობისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.

მაგრამ 2015 წელს მიქავამ ქალაქ ზუგდიდის მერია და გუბერნია ხელოვნურად, მიზანმიმართულად კუთვნილი ქონების წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა. შპს „აკვაპარკის“ წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ზუგდიდი ორ მუნიციპალიტეტად გაიყო, მისი მიწა ქალაქის ბალანსზე აღმოჩნდა. მიმართა რამდენჯერმე გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე, 7 თვის მერე კი, როგორც ამბობს, პასუხი მიიღო, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. განსაზღვრული ვადა მანანა მიქავას თქმით, საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ტერიტორია საკრებულომ ჯერ სახელმწიფოს გადასცა, თუმცა მოგვიანებით მიწა კვლავ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს გადმოეცა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.