ახალი ამბები
კობახიძე: თუ მთავრობა ლოკომოტივის ფუნქციას არ შეასრულებს, თვითმმართველობის რეფორმის გატარება გართულდება
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის სისტემაში დღეს მთელი რიგი ხარვეზებია, ამიტომაც ახალი რეფორმის მიზანი მისი აღმოფხვრა და გაჯანსაღებაა, რაც კომპლექსური სტრატეგიის არსებობას საჭიროებს.

„ჩვენი მიზანია, კომპლექსური სტრატეგია და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საშუალოვადიანი ხედვა ჩამოყალიბდეს, რაშიც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მთავრობის როლია. თუ მთავრობა ლოკომოტივის ფუნქციას არ შეასრულებს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარება ძალიან გართულდება. ეს პროცესი დაწყებულია და პრემიერ-მინისტრს მადლობას ვუხდი, რათა ამ პროცესის წარმართვა უზრუნველყოფილია მთელი ენთუზიაზმით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე.

მისივე სიტყვებით, გარდა იმისა, რომ დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია მართვის ეფექტურობასთან, ის აუცილებელი პირობაა, რათა საბოლოო ჯამში დემოკრატიული სისტემა გამყარდეს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად ჩამოყალიბდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს მიზანთან, რომ ევროპული ოჯახისა და დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„ჩვენ მიზნად ევროპული ტიპის სახელწიფოს ჩამოყალიბებას ვისახავთ. საბოლოო მიზანია ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ და ეს შეუძლებელია, თუ ევროპული ტიპის დეცენტრალიზებულ მმართველობის სისტემას არ ჩამოვაყალიბებთ. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს მიზანთან - ევროპული ოჯახისა და დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ თვითმმართველობის რეფორმაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აქტიურად ითანამშრომლებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.