ზუგდიდის მერია მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარს ისევ ეძებს
პირველ შემთხვევაში ტენდერის მონაწილე ერთადერთ კომპანიას, შპს „ვექტრას“ დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი კი არავის გამოუთქვამს.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ზუგდიდს უკვე წლებია აქვს. მათთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული.