ახალი ამბები
როდის და რატომ გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა და ბიუჯეტი ზუგდიდის ააიპ-ებში
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის და თემის მუნიციპალიტეტების ააიპ-ების ნაწილში შარშან წლის დასაწყისში თანამშრომელთა რაოდენობა და ბიუჯეტი წლის ბოლოსთვის გაიზარდა. ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად ეს რომელ პერიოდში მოხდა და რა მიზეზით.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც „ლაივპრესმა“ გამოითხოვა, ცვლილებები შეეხო ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ორ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. გასულ წელს აპრილის თვეში „სპორტის განვითარების ცენტრში“ საშტატო ერთეული 17-ით გაიზარდა. მიზეზი, მერიის განმარტებით, ცენტრისთვის დამატებით „ბავშვთა ფეხბურთის განვითარების„ პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების გადაცემა გახდა. დამატებულ თანამშრომელთა ხელფასებისთვის თანხის წყარო იყო ამ პროგრამისთვის გათვლილი საბიუჯეტო ასიგნებები.

თანამშრომელთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა „ზუგდიდასუფთავებაშიც“ . თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტებს ჯამში შარშან, დეკემბრის მონაცემებით, 473 ადამიანი ემსახურებოდა. ცვლილების მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება - ცენტრს გადაეცა თანამედროვე სტანდარტების 4 დიდგაბარიტიანი ნაგავმზიდი, 230 ნაგვის კონტეინერი. დასუფთავების სამუშაოების მოცულობის ზრდის გამო კი, ორცვლიან მუშაობაზე გადავიდნენ. ახალ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის თანხა, სხვა ააიპ-ების უმრავლესობის მსგავსად, ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში მოიძიეს, შიდა ცვლილებების შეტანის გზით.

რაც შეეხება გამგეობას, აქ 2017 წლის იანვრის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობა შემდეგ ააიპ-ებში გაიზარდა:

იანვარში, თებერვალში, ივლისსა და სექტემბერში აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 10.5 ერთეულით, რაც ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი 6 ფილიალის გახსნამ გამოიწვია.

კულტურის ცენტრ „ოდიშს“ დაემატა ორი საშტატო ერთეული. მიზეზი ახალი ვოკალური ჯგუფის გახსნა იყო, რომელსაც ხელმძღვანელი დაენიშნა. ამას გარდა, „ოდოიას“ შეემატა ერთი ვოკალისტი.

მაისსა და ოქტომბერში ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრშიც გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, თუმცა რამდენით, მერიისგან მიღებულ წერილში დაკონკრეტებული არ არის.

#2-ე სამუსიკო სკოლაში მარტსა და ივნისში საშტატო ერთეულის რაოდენობა გაიზარდა 10.3-ით, რაც განაპირობა მოსწავლეთა რაოდენობის მატებამ და ახალი ჯგუფების გახსნამ. შესაბამისად გაიზარდა პედაგოგის შტატიც.

მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, სექტემბერსა და დეკემბერში კეთილმოწყობის ცენტრში დასაქმებულთა რიცხვმა 14 ერთეულით მოიმატა. მიზეზად მერიამ სარემონტო, კეთილმოწყობის და სხვა სამუშაოების მოცულობის ზრდა დაასახელა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სასაფლაოების მართვის ცენტრში 14 თანამშრომელს მაისში ტექნიკური მუშაკის ორი საშტატო ერთეული დაემატა, მოვლითი სამუშაოების მოცულობის გაზრდის გამო.

თებერვალში, მარტსა და აგვისტოში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობამ 23,25 საშტატო ერთეულით იმატა. მიზეზი წლის განმავლობაში კიდევ 5 ბაღის გახსნაა. ამავე თვეებში გაიზარდა თანამშრომლეთა რაოდენობა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი 1919-ში“, თუმცა რა ოდენობით, არ კონკრეტდება. მერიისგან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კლუბი სრულად ფინანსდება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.

ააიპ-ების ბიუჯეტი 2017 წლის დასაწყისში და ბოლოს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებულ აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში შარშან, წლის დასაწყისში ბიუჯეტი 240 ათას ლარს შეადგენდა, ბოლოსთვის 305 ათას ლარი გახდა.

ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის ბიუჯეტი 140 ათასიდან 170 ლარამდე გაიზარდა.

ჩხორიის თეატრის დაფინანსება იყო და დარჩა წლის ბოლოსთვისაც 65 ათასი.

კულტურის ცენტრი „ოდიში“- 650 ათასიდან 709 ათასამდე.

#2-ე სამუსიკო სკოლა - 100 ათასი ლარიდან 130 ათას ლარამდე.

კეთილმოწყობის ცენტრს წლის დასაწყისში მილიონ 620 ათასი გამოეყო, წლის ბოლოსთვის კი თანხამ მილიონ 960 ათასი ლარი შეადგინა.

სასაფლაოების მართვის ცენტრის დაფინანსება 160 ათასი ლარი, წლის ბოლოსთვის 219 ათასი გახდა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი - 2 მილიონ 300 ათასი ლარიდან 2 მილიონ 481 ათასი ლარამდე.

სპორტის განვითარების ცენტრი - 210 ათასიდან 319,500 ლარამდე.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ბიუჯეტი - წლის დასაწყისში 130 ათასი ლარი, ბოლოსთვის 25 ათასით ნაკლები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება 135 ათასი ლარი არც წლის ბოლოსთვის შეცვლილა.

საფეხბურთო კლუბ „ოდიშს“ 2017 წელს დაფინანსება არ ქონია.

გამგეობას დაქვემდებარებული ააიპ-ების ბიუჯეტი წლის დასაწყისში 5 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, ბოლოსთვის კი 6 მილიონ 598,5 ლარით განისაზღვრა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ააიპ-ების ბიუჯეტი:

„ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრის ბიუჯეტი წლის დასაწყისში - მილიონ 650 ათასი ლარი იყო, ბოლოსთვის - 2 მილიონ 251,9 ათასი ლარი.

„სპორტის განვითარების ცენტრი“ - 850 ათასიდან მილიონ 28 ათას ლარამდე.

კეთილმოწყობის ცენტრი - მილიონ 13 ათასი ლარიდან მილიონ 45 ათას ლარამდე.

„სასაფლაოების მართვის ცენტრის“ ბიუჯეტი 2017 წელს 165 ათასი ლარით განისაზღვრა, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ 325 ათასით, საგუნდო-სამუსიკო სკოლის - 120 ათასით, #1 სამუსიკო სკოლის - 228 300 ლარით, სამხატვრო სკოლის 70 ათასი ლარით, საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ - 43 ათასით, სამხატვრო გალერეის - 100 ათასი ლარით. თანხების ეს მოცულობა წლის ბოლოსთვისაც იგივე დარჩა.

ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 330 ათასიდან 398,700 ლარამდე გაიზარდა.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დაფინანსება წლის დასაწყისში 2 მილიონ 258 ათასი იყო, ბოლოსთვის კი ეს თანხა 170 ათასით შემცირდა.

„ლაივპრესმა“ თებერვალში გამოაქვეყნა მასალა, ზუგდიდის მერიის ააიპ-ებში დასაქმებულთა რიცხვის თითქმის 500-ით გაზრდის შესახებ, რომელშიც მერიიდან მოწოდებული მონაცემები შედარებულია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
მერიაში მაშინ გვითხრეს, რომ 2017 წლის იანვრში, როცა თანამშრომელთა რაოდენობა 1 634 შეადგენდა, ეს ციფრი წლის ბოლოსთვის შეიცვალა და 2 154 ადამიანით განისაზღვრა. სწორედ ამ მონაცემთან შედარებით, ამჟამად ააიპ-ებში დასაქმებულია 22-ით ნაკლები პირი.

ააიპების შერწყმა და ახლიდან ფორმირება, თემის და მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.