ახალი ამბები
რა სამუშაობს გულისხმობს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა
FaceBook Twitter
E-mail Print
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოს 2018 წლის პროგრამა მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგის სისტემას, აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებებს და სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს.

დოკუმენტის თანახმად, საინფორმაციო კამპანია მოიცავს მოსახლეობის უზრუნველყოფას რჩევებით მავნებელთან ბრძოლის შესახებ. ღონისძიებები გატარდება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე და იმ კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია თანამედროვე სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება. საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოხდება მედიის, სოციალური ქსელების, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ვებ-გვერდების და ცხელი ხაზის მეშვეობით. უნდა ჩატარდეს საზოგადოებასთან პირდაპირი შეხვედრები, ტრენინგები ტრენერებისთვის და სადემონსტრაციო დღეები ფერმერებისთვის.

მონიტორინგის სისტემა გულისხმობს, მაღალი რისკის ზონებში ხაფანგების განლაგებას, რომლებიც იზიდავს მავნებელს და იძლევა მისი გავრცელების არეალის დადგენის შესაძლებლობას. შეიქმნება ციფრული რუქები, სადაც აისახება მონიტორინგის შედეგები. მათზე წვდომა ექნება საზოგადოებას. მაღალი რისკის ზონებში განლაგდება ფერომონიანი ხაფანგები. მონიტორინგის პროცესში სახელმწიფოსთან ერთად იქნება ჩართული მოსახლეობა და მათგან მიღებული შეტყობინებები დაფიქსირდება ამ მიზნით შექმნილი სატელეფონო ცხელი ხაზის და ყველა მუნიციპალიტეტში არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით.

აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში მოხდება ტერიტორიების დამუშავება ქიმიური საშუალებებით და ტექნიკის დახმარებით. მათ შორის ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდებით, ზეთოვანი ინსექტიციდებით (თერმული ნისლის ტექნოლოგია), ფერომონიანი სატყუარებით „მოიზიდე და მოკალი“ სადგურებისთვის. გამოყენებული იქნება სამანქანო-სატრაქტორო შემსხურებელი, სპეციალიზებული ტექნიკა და მსუბუქი საავიაციო ტექნიკა (დაუსახლებელ, არა საკარმიდამო ტერიტორიებზე). ღონისძიებები გულისხმობს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მცენარეებისა და ნარგავების იმპორტის და ექსპორტის გაძლიერებულ ფიტოსანიტარულ კონტროლს.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები სამოქმედო გეგმის ბოლო კომპონენტია. ის გულისხმობს მავნებლის ბიოლოგიის და რიცხოვნობის დინამიკის შესწავლას, მავნებლის ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მათი გამოყენების მიზანშეწონილობას, მონაცემთა ბაზის და ციფრული რუქების შექმნას.

უფრო დეტალურად სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

აზიურმა ფაროსანამ და სხვადასხვა სახის დაავადებებმა გასულ წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მნიშვნელოვნად გაანადგურა. სამეგრელოში გლეხების ნაწილს თხილის და სიმინიდის მოსავალი საერთოდ არ აუღიათ. თბილი ზამთრის პირობებში ზუგდიდის სოფლის მცხოვრებლები წელს გაცილებით მეტი რაოდენობით მავნებლების გავრცელებას ვარაუდობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.