მერი: მიუსაფარ ძაღლებზე ტენდერი ისევ თუ არ შედგა, რომელიმე კომპანიასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას [ვიდეო]
„ველოდებით ტენდერის დასრულებას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - უთხრა მერმა „ლაივპრესს“.
თუმცა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერი წინა ორი შემთხვევის მსგავსად, არც ახლა შედგა. მასში მონაწილეობა ისევ არავის მიუღია. წინადადებების მიღების ვადა დღეს 13:00 საათზე ამოიწურა.
პირველად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, შპს „ვექტრას“ დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის, მეორედ კი მასში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
უპატრონო ცხოველების პრობლემა ზუგდიდს უკვე წლებია აქვს. მათთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ ეს გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული.