აფხაზეთში ვლადიმირ პუტინს ხმა კენჭისყრაში მონაწილეთა 94,21%-მა მისცა
„აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის სრულუფლებიანმა ელჩმა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში, სემენ გრიგორევმა.
აფხაზეთში სულ 20 სარჩევნო უბანი გაიხსნა. კენჭისყრაში მონაწილეობა 41 ათას 849 ადამიანმა მიიღო.
„აფხაზეთში ვლადიმირ პუტინმა 20%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა სემენ გრიგორევმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ფაქტს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.
წინასწარი მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა ხმების 76,67% მიიღო.