ახალი ამბები
ანალიტიკოსი ზუგდიდში შეხვედრაზე: უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არსებობს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
რამდენად რეალურია უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერება, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომები მასობრივი გადინების პრევენციისთვის, ამ საკითხებზე ზუგდიდის მერიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა და სასულიერო პირების მონაწილეობით. ევროპა-საქართველოსთვის ვებ-პორტალის ანალიტიკოს ზურაბ მოდებაძის თქმით, ეს შესაძლებლობა ქართული სახელმწიფოს, საზოგადოების მონაპოვარია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ და გზა, რომელიც ამ დღემდე გაიარეს, იოლი არ ყოფილა. მისი თქმით, მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული სერვისის შენარჩუნება, და რომ ეს სიკეთე კანონიერად უნდა გამოიყენონ.

ზურამ მოდებაძისვე განმარტებით, უვიზო მომოსვლის შეჩერების საფრთხე არსებობს, ამიტომ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა კონკრეტული პირების მხრიდან დარღვევებმა მთლიანად საზოგადოება და სახელმწიფო არ აზარალოს. მანვე აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობით 240 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ რჩება თავშესაფრის მძებნელთა გაზრდილი რაოდენობა, თუმცა ამ მოთხოვნების 97% არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის საპასუხო დასტური მხოლოდ მთხოვნელთა 3%-მა მიიღო.

შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან დაისვა კითხვა, რა შეიძლება მოიმოქმედოს სახელმწიფომ ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რათა მათი მთავარი მიზანი ქვეყნის დატოვება არ გახდეს, სხვა სახელმწიფოში ფეხის მოკიდებისთვის. ზურაბ მოდებაძის თქმით, მთავრობა ფიქრობს ისეთი გზები მოძებნოს, რომ მოქალაქეს ადვილად არ შეეძლოს გადაადგილება ევროკავშირის ზონაში, თუ თავიდანვე აქვს ჩაფიქრებული კრიმინალური საქმიანობა. მეორეს მხრივ, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური პროგრამები. მანვე ურჩია საზოგადოებას, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ უფრო კეთილი მიზნებისთვის, იქნება ეს ბიზნესის წარმოება, მოლაპარაკებები, განათლება თუ მოკლევადიანი სამედიცინო ვიზიტები.

„თუ თავშესაფრის დაუსაბუთებლად მძებნელთა რაოდენობა 50%-ს გადააჭარბეს, ისინი დაიწყებენ შეჩერების მქანიზმის გამოყენებას. ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნის შესრულება რეადმისიასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ესეც შეიძლება გახდეს საფუძველი და საქართველო აღმოჩნდეს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხის წინაშე“, - განმარტა ანალიტიკოსმა.

შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეკლესია არ არის ქვეყნის დასავლური კურსის მოწინააღმდეგე, მეტიც, ის ყოველთვის იდგა და დღესაც დგას სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე.

ამ შეხვედრის პარარელუარად, სტუდენტებს და პედაგოგებს შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში ესაუბრნენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებზე, საფრთხეებზე და კიდევ ერთხელ შეახსენეს მოგზაურობის წესები.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.