ახალი ამბები
მერიას და საკრებულოს მოუწოდებენ შეწყვიტოს „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მცხოვრები ეგნატე შამუგია საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერს ლაშა გოგიას და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას მიმართავს. მან შესაბამისი პეტიცია შეიმუშავა და სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. 

მისი განცხადებით, ორგანიზაცია პრორუსული განწყობების გავრცელებას უწყობს ხელს, გამოირჩევა სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით. ამასთან, პეტიციის ტექსტში მოყვანილია 17 მარტს „ზუგდიდელის“ წარმომადგენლის, მურმან ნაჭყებიას მიერ ორგანიზაციის სახელით, სტალინისტ გრიგოლ (გრიშა) ონიანისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი, სადაც წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მაგალითად ბერიასა და სტალინზე დაწერილი წიგნებია მოყვანილი.

ამასთან პეტიციის ავტორს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება „ზუგდიდელი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი პირდაპირი მოვალეობაა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, იკვეთება პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნები.

„რამდენიმე წელია ზუგდიდში ფუნქციონირებს ა(ა)იპ საზოგადოება „ზუგდიდელი“, რომელიც დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. „საზოგადოება ზუგდიდელის“ წარმომადგენლები მუდმივად არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ასევე მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები. მათთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პერიოდულად მართავენ შეხვედრებს და განიხილავენ სხვადასხვა საკითხს. შეიძლება ითქვას, რომ „საზოგადოება ზუგდიდელს“ აქვს გარკვეული ტიპის გავლენა ზუგდიდში (ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით), რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.

საზოგადოება „ზუგდიდელი“ საკუთარი გამოსვლებით ებრძვის საქართველოს დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს და არჩევანს. იგი გამოირჩევა ანტიდასავლური პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის აქტიური გამოყენებით. მაგალითად, „დასავლეთიდან მართული ძალები დესტრუქციულ მოქმედებას ახდენენ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებაში“ - განაცხადა საზოგადოების გამგეობის წევრმა მურმან ნაჭყებიამ. იგივე ნაჭყებიამ „ზუგდიდელის“ სახელით მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების იქ ყოფნის მიზეზად მათი მაღალი ანაზღაურება დაასახელა, რითიც შეურაცხყო ყველა ის მისია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სასარგებლოდ მოქმედებს, რაც ისევ და ისევ რუსული ნარატივის ნაწილია.

საზოგადოება „ზუგდიდელი“ რომ ანტიდასავლურ განწყობებს უწევს პოპულარიზაციას, ჩანს მათ მიერ გავრცელებულ შემდეგ განცხადებაშიც: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული, შორს გამიზნული ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო. … ეტყობა, თანდათან ძვალ-რბილში გვიჯდება ე. წ. დასავლური თეზა.“ ორგანიზაცია, აშკარად, აყალიბებს ე.წ. „გარყვნილების სტიგმას“ და მას, ცალსახად, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლურ ქვეყნებთან აიგივებს. ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა მიმდინარე წლის 17 მარტს მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი: მურმან ნაჭყებიამ, ორგანიზაციის სახელით, დაბადების დღე მიულოცა სტალინისტ გრიგოლ (გრიშა) ონიანს და მისი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მაგალითად ბერიასა და სტალინზე დაწერილი წიგნები მოიყვანა. ციტატა წერილიდან: „თქვენ ბრძანდებით უნივერსალური პიროვნება, სიმართლისათვის დაუღალავი მებრძოლი, სამშობლოზე, მშობლიურ ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული, ცნობილი მეისტორიე. ამის დასტურია თქვენ მიერ ქვეყნებადი წერილები, სტატიები და პუბლიკაციები მასმედიის ფურცლებზე სტალინზე და ბერიაზე. გისურვებთ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლეს ერის სიფხიზლის სადარაჯოზე“.

ჩვენი სახელმწიფო 25 წელზე მეტია ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა და უკვე რუსულ გავლენებს, რუსულ ოკუპაციას, გათავისუფლდეს ყველა იმ მავნე გავლენისაგან, რაც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა, მათ შორის იოსებ სტალინმა და მასობრივი რეპრესიების მეთაურმა ლავრენტი ბერიამ უმძიმეს მემკვიდრეობად დაგვიტოვეს. ვიცით რა გრიგოლ ონიანის პოზიტიური დამოკიდებულებები და მისი ნაშრომები სტალინის შესახებ, მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება (საჯარო მილოცვა) წინააღმდეგობაში მოდის ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ინტერესებთან და ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში.

ისევე როგორც მილოცვის ადრესატი გრიგოლ ონიანი, „საზოგადოება ზუგდიდელიც“ ხშირად არის შემჩნეული სიძულვილის ენის გამოყენებაში. „ზუგდიდელი“ განსაკუთრებით გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება „ზუგდიდელი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი პირდაპირი მოვალეობაა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, მისი საქმიანობიდან აშკარად იკითხება პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნები.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვითხოვთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი საზოგადოება „ზუგდიდელთან“. დაუშვებელია პრორუსული განწყობების გამავრცელებელი, სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამორჩეულმა ადამიანებმა რჩევები მისცენ ზუგდიდის მერს ადგილობრივ საჭიროებებზე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში იყვნენ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები“, - ნათქვამია პეტიციაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.