ზუგდიდიდან თავშესაფარში უფრო ნაკლები რაოდენობის მიუსაფარ ძაღლს გადაიყვანენ
„თქვენ რომ ნახოთ, ამაზე დიდი თანხა არსად გამოცხადებულა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, რეგიონში ძაღლების თავშესაფარი არ არის. შორი მანძილია. კომისიამ იმსჯელა და იფიქრა, რომ უმნიშვნელო თანხის დამატება მიიპყრობდა იმათ ყურადღებას, ვინც ამ საქმეს ახორციელებს“.
რა იყო კომპანიებისთვის მიუღებელი სატენდერო პირობებში, რის გამოც ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს, ლაშა ჯაიანი ამბობს, რომ მათ კომპეტენციას აღემატება, ვინმეს დაუკავშირდნენ და სთხოვონ მონაწილეობის მიღება.
მერიის წარმომადგენლის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 400-მდე მიუსაფარი ძაღლია, თუმცა ხშირად მოსახლეობას სოფლებიდან ჩამოჰყავს ცხოველები, ამიტომ შესაძლოა ეს ციფრი დღეისთვის გაზრდილიც იყოს.
სამჯერ გამოცხადებული ტენდერი მიუსაფარი ცხოველების გადაყვანის მომსახურებზე ვერ შედგა. პირველ შემთხვევაში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, შპს „ვექტრას“ დისკვალიფიკაცია მისცეს არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის, მეორედ და ბოლოჯერ კი მასში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზუგდიდის მერმა განაცხადა, რომ თუ ტენდერი ამჯერადაც ვერ შედგება, მაშინ რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების პირდაპირი წესით გაფორმებაზე იფიქრებენ.