ახალი ამბები
მესტიაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას განაგრძობენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც „მესტიაჭალაჰესი“ უნდა აშენდეს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან შეხვედრის შეთანხმების გარეშე დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მშენებარე ობიექტთან გადაინაცვლეს. მათი უკმაყოფილების მიზეზი ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შემოყვანის მცდელობა და დაწყებული სამშენებლო სამუშაოს დასრულებაა, რასაც ეწინააღმდეგებიან. შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ ნარგიზ ნიგურიანმა, რომელიც ამავდროულად მესტიის მერის კულტურის სამსახურის უფროსია, „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მათი მოთხოვნაა ტექნიკა მანამ არ შემოიყვანონ, სანამ თბილისში 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრა არ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტებიც მიიღებენ ორივე მხრიდან. ამ დრომდე კი, მისივე განმარტებით, ნდობის ფაქტორი მშენებლობის მიმართ იქნება დაბალი, რადგან ქვეყანაში ბევრია უხარისხო მშენებლობა. სწორედ ამის გამო კითხვები ლოგიკურად ჩნდება.

„ვეწინააღმდეგებით ჰესების მშენებლობას, ვეწინააღმდეეგბით ღვარცოფულ მდინარეებზე ჰესების მშენებლობას. ზოგადად ნორმალური მწვანე ჰესების მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით. ქვეყნას სჭირდება ენერგია და ეს კარგად გვესმის“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

მისივე თქმით, სწორედ მძიმე ტექნიკის შემოყვანის საკითხს მოჰყვა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან დაპირისპირება, რომლებმაც განუმარტეს მოსახლეობას, რომ თუ სამუშაოებს არ გააგრძელებენ, ყოველდღიური ზარალის რაოდენობა მოიმატებს.

ნარგიზ ნიგურიანმა საპროტესტო აქციებით თბილისში გადმონაცვლებაც არ გამორიცხა.

მერიის თანამშრომელს ასევე აქვს მოლოდინი და ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა შესაძლოა მისი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდეს. ამბობს, რომ დათხოვნა კიდევ რამდენიმე პირს შეეხება. თუმცა ამ ეტაპზე უფრო კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი არ სურს.

„მესტია-ჭალაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეხვედრა მოსახლეობას და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და georgian global utilities გენერალურ დირექტორს შორის გაიმართა.

ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მესტიაში საპროტესტო აქცია არაერთხელ გაიმართა. ბოლო შეკრება სეტის მოედანზე 4 მარტს შედგა. აქციის მონაწილეების თქმით, ჰესები სვანეთს ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემებს შეუქმნის. აქციას მოგვიანებით მესტიის მერია გამოეხმაურა და მოსახლეობა გააფრთხილა, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ისინი საკუთარი მიზნებისთვის.

საპროტესტო გამოსვლების გამო განცხადება გაავრცელა დაბა მესტიაში ჰესების მშენებელმა კომპანიამ „სვანეთი ჰიდრო“. კომპანიის მიერ „ლაივპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად „მესტიაჭალა 1“ და მესტიაჭალა 2“ არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით. შესაბამისად ისინი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორ ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.