ახალი ამბები
აფხაზეთსა და სამეგრელოში ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებზე გალელებთან ერთად იმსჯელეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს აზიური ფაროსანას პრობლემაზე როგორც სამეგრელოში, ასევე აფხაზეთში. საუბარი შეეხო სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, და არა მარტო, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა. შეხვედრას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა, არასამთავრობო სექტორის გარდა, გალის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ კამერებთან დაფიქსირება არ ისურვეს. აღინიშნა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიებით მავნებლის საბოლოო დამარცხება ვერ მოხდება, თუმცა მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებაც და მოუწოდეს მოსახლეობას, მაქსიმალურად ჩაერთონ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში.

მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილის განცხადებით, მიმდინარე პერიოდი იმით არის გამორჩეული, რომ მწერი გამოსვლას იწყებს სივრცეში, რა დროსაც მნიშვნელოვანია მათი ადგილზე განადგურება. მაშინ კი, როცა ბუნებაში გადაინაცვლებს, აგროღონისძიებების ჩატარებაა საჭირო. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში წამლობის დაწყების დრო განისაზღვრება იმ ფერომონების დამონტაჟებით და მიღებული შედეგით, რომელიც არის ძირითადი ინდიკატორი მონიტორინგისთვის. კერძოდ, მასზე განთავსებული მწერების რაოდენობა იქნება ერთგვარი სიგნალი, შეწამვლის სამუშაოების დასაწყებად.

„იმედი გვაქვს, მოსახლეობასთან ერთად აზიურ ფაროსანასთან გამკლავებას და მიმდინარე წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვიდრე ეს იყო შარშან“, - აღნიშნა გელა ხანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილე კლიმენტი კიკალიშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს შემუშავებული მეთოდი, ფაროსანასთან ეფექტური და იაფი ბრძოლის, რაც გულისხმობს სველებადი გოგირგის, კირის და შაბიამნის ნარევს. მისივე თქმით, ყველას არ შეუძლია იმ მოთხოვნების შესრულება, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები საუბრობენ.
საპასუხოდ მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ არავინ უარყოფს ამ ნარევისგან მიღებულ შედეგს, თუმცა ტექნოლოგიები იცვლება და იხვეწება, რომლებსაც გაცილებით მაღალი ეფექტი აქვს. გელა ხანიშვილის თქმით, ტექნოლოგიების შეძენა რომ გამარტივებოდა მოსახლეობას, შესაბამისი პროექტი შეიმუშავეს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ფარავს როგორც ლიზინგის, ასევე საპროცენტო განაკვეთის 75%-ს.

შეხვედრის მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ დაიგვიანებს წამლობა, როგორც ეს შარშან მოხდა, რაზეც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაგვიანება არ ყოფილა შარშან, და შესაბამისად არც წელს იქნება.

პრობლემებზე ისაუბრეს ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებლებმაც. მათი თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი ფაროსანამ გაუნადგურა, ამიტომ ითხოვეს, ცოტა უფრო ადრე გადაეცეთ წამლები, ვიდრე დანარჩენ საქართველოს მოსახლეობას. გალელებმა აღნიშნეს ისიც, რომ გასულ წელს პრეპარატები გვიან მიიღეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ, მათ შორის დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების ბერკეტს, რათა ტექნიკა და წამლები, საინფორმაციო ბროშურები ცნობიერების ასამაღებლად გალში დროულად გაიგზავნოს. მათივე თქმით, სწორედ რუსეთის მხრიდან გავრცელდა მავნებელი მწერი, ამიტომ აფხაზეთში პრობლემის და ზიანის შემცირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას უფრო მასშტაბური და კონკრეტული გეგმა აქვს წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, თავად კი არიან ერთ-ერთი რგოლი, რომელთა ჩართულობითაც რესურსები ოკუპირებულ ტერიტორიაზეც უნდა გავრცელდეს. მისივე თქმით, დღეს შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჩამოსულ ადამიანებს აქვთ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი.

„მხარდაჭერა იქნება ფინანსური, უფრო მატერიალური.. აქ ტექნიკაზეა საუბარი, შემწავლავ ნივთიერებაზე, ტრენინგების ჩატარებაზე. რაც შეეხება ტექნიკის შეყვანას, ეს რთული და ფაქიზი საკითხია. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები გვპირდებიან, რომ აღმოგვიჩენენ დახმარებას“, - აღნიშნა მან.

დღევანდელი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზები გაიმართა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოს 2018 წლის პროგრამა მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას: საინფორმაციო კამპანიას, მონიტორინგის სისტემას, აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებებს და სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს. ამ პროგრამის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა.

გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომელთაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.