ახალი ამბები
სესი აფხაზეთს ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატებს და ტექნიკას გადასცემს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს 20 ტონა პრეპარატს გადასცემს. პარალელურად გათვალისწინებულია სპეციალური ტექნიკის მიწოდებაც. როგორც ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

ამასთან, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია აფხაზეთში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ საკითზე გეგმავს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან კონსულტაციებს.

„პრეპარატის გადაცემას რამდენიმე დღეში ალბათ მოვახერხებთ. გარდა ამისა, დამატებით ზურგსაკიდი პრეპარატებია გათვალისწინებული. ეს იმ მუშა ჯგუფებისთვისაა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ჩამოყალიბებულია გალში. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ გავიდეთ კონტაქტზე დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან, რომ დაველაპარაკოთ, იმიტომ, რომ არ ვიცით ზუსტი სურათი, რა ხდება აფხაზეთის სხვა რაიონებში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ღონისძიებები ჩავატაროთ კოორდინირებულად. ჩვენ არ ვიცით რამდენი ფართია, იმიტომ რომ შეგვიძლია დამატებით პრეპარატის გამოყოფაც, რათა მთლიანად დავფაროთ აფხაზეთის ტერიტორია“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით ზუგდიდში გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, აფხაზეთსა და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავდნენ. გალის მცხოვრებლები მედიამ მათივე თხოვნით არ გადაიღო. ამ ადამიანებს დღეს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ისინი ძირითადად შეეხებოდა პრეპარატების გადაცემის ვადებს და რაოდენობას. იყო თხოვნა სპეციალური ტექნიკის გადაცემაზეც:

„დაისვა კითხვა შემასხურებელ ტექნიკაზე და ჩვენ სამწუხაროდ შეზღუდულები ვართ, სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას არ გვაქვს თავისუფალი შესყიდვების საშუალებები, რომ გადავცეთ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ვიცით ის მწარე გაკვეთილიც, რაც მოხდა შარშან, როცა შესასხურებელი აპარატები და დაახლოებით 20 ტონა პრეპარატი გადავეცით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა გალში სამწუხაროდ. დანარჩენები წავიდა გაურკვეველი მიმართულებით და სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ“, - აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე სიტყვებით, მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, მიმდინარეობს იმ გზების ძიება, რომლის საშუალებითაც ეს სამუშაოები შეთანხმებულად და კოორდინირებულად განხორციელდება. მან გალელებს მიმართა და კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ აფხაზეთს შეეხება ყველა ის პროგრამა, რაც დანარჩენ საქართველოს:

„დამერწმუნეთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა თქვენ სარგებელი მიიღოთ ამ პროგრამიდან. ჩვენ თქვენთან ვართ და არც ერთი წუთით არ იფიქროთ, ის, რაც აქ ხორციელდება, არ განხორციელდება აფხაზეთში“, - განაცხადა სეს-ის უფროსის მოადგილემ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.